ქალაქი თბილისი , დიღომი
Decision
- Decision number
- 4528636
- Decision date
- 3 June 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვალერიან ჟორჟიკაშვილი
- Developer (company ID)
- 405238452
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.014.099
- Owner
- იუსუპ ახვერდოვი (P/N: *********19)
- Area
- 800 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.014.099Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1683251
- Status
- Approved
- Registered
- 25 May 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 9 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 June 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №4087219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 25 მაისს NAR1683251 განცხადებით მომართა ვალერიან ჟორჟიკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №4087219 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №4087219 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღომში, შპს „ბბმ“-ს (405238452) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: № 01.72.14.014.099), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2018 წლის 06 აგვისტოს №4105268 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 6 აგვისტოდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №4087219 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, საცხოვრებელი ფართობი 1901.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1921.3 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 306.6 კვ.მ-ის ნაცვლად 305.4 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 54.3 კვ.მ-ის ნაცვლად 195.6 კვ.მ. ასევე, გამორჩენილია ავტოსადგომის ფართობი 281.1 კვ.მ. შესაბამისად, საერთო ფართობი 2279.4 კვ.მ-ის ნაცვლად - 2720.7 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესაბამისი გეგმები. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N892018130145 მომზადების თარიღი: 16/02/2018 11:02:44) მიხედვით, N01.72.14.014.099 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბბმ“ (405238452). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B18045761, მომზადების თარიღი: 25/04/2018 11:27:43), შპს „ბბმ“-ს (405238452) დირექტორს წარმოადგენს მალხაზ ქვრივიშვილი (პ/ნ: 01008005125). სამსახურში წარმოდგენილია მალხაზ ქვრივიშვილის მიერ გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული, განმცხადებლისათვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №4087219 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 1921.3 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 305.4 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 195.6 კვ.მ. ასევე, ავტოსადგომის ფართობი: 281.1 კვ.მ. საერთო ფართობი: 2720.7 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №4087219 ბრძანებით შეთანმხებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №4087219 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №4087219 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 June 2019Decision4528636 - Granted
- 2 June 2019City answer
- 2 June 2019Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- ცხრილი & გასწორებული გეგმები & ჭრილი ნიშნულების ჩვენებით.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal