ქალაქი თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, N 20თ
Decision
- Decision number
- 4519187
- Decision date
- 28 May 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ელგუჯა ცაგარეიშვილი
- Developer (company ID)
- 405282215
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.010.089
- Owner
- შპს "დემაქს გოთუა" (405282215)
- Area
- 1,980 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.10.13.010.089Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1683886
- Status
- Approved
- Registered
- 27 May 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 May 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313812 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 27 მაისს №AR1683886 განცხადებით მომართა ელგუჯა ცაგარეიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313812 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313812 ბრძანებით ქალაქ თბილისში, გოთუას ქუჩა N20-ში, N01.10.13.010.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313812 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, აღნიშნულ ბრძანებაში, „გაფრთხილების“ ველში „საზოგადოებრივი საზღვრები: გააჩნია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გზების მხრიდან (იხ. დანართი)"-ის ნაცვლად დაფიქსირებულია „საზოგადოებრივი საზღვრები: გააჩნია აღმოსავლეთით გზის მხარეს (იხ. დანართი)“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული შეცდომის გასწორებას, საზოგადოებრივ საზღვრებთან დაკავშირებით. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, N01.10.13.010.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს საზოგადოებრივი საზღვრები გააჩნია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით არსებული გზების მხრიდან. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313812 ბრძანებაში და „გაფრთხილების“ ველში ჩანაწერის „საზოგადოებრივი საზღვრები: გააჩნია აღმოსავლეთით გზის მხარეს (იხ. დანართი)"-ის ნაცვლად დაფიქსირდეს: „საზოგადოებრივი საზღვრები: გააჩნია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გზების მხრიდან (იხ. დანართი)“. სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313812 ბრძანებაზე თანდართული დანართი (უკანა ეზოს და საზოგადოებრივი საზღვრების დატანით) ჩანაცვლდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313812 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313812 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 May 2019Decision4519187 - Granted
Documents
Other files1
- უკანა ეზო გოთუა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal