OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა , N 111 ; ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა , N 111ა

AR1684579Construction permitOther use31 May 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4543173
Decision date
14 June 2019
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი კვიწინაშვილი
Developer (company ID)
202459678

Parcel

Cadastral code
01.13.02.008.187
Owner
შპს "რესტორანი იმპერია" (202459678)
Area
3,624 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1684579
Status
Not reviewed
Registered
31 May 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 June 2019City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1684579 (31/05/2019) განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N111; ქალაქი თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N111ა-ში მდებარე (01.13.02.008.187) მიწის ნაკვეთზე 21/11/2008 წელს დადგენილი 1142 გაპის ცვლილებას პასუხად გაცნობებთ შემდეგს: დღევანდელი მდგომარეობით შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირითადი რეგლამენტები, რომლებიც უზრუნველყოფს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით. ამასთან, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (ინტერაქტიულ რუკაზე თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკის ინფორმაცია ხელმისაწვდომია „მიწათსარგებლობის გენგეგმის“ ველში გამწვანებული ტერიტორიების ფენის მონიშვნის გზით). თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკის თანახმად, თქვენ დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 68-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ზონები და ქვეზონები ატარებს ოპერატიულ ინფორმაციას თბილისში არსებული და დაგეგმილი სარეკრეაციო, სატყეო და ლანდშაფტური სივრცეების შესახებ და მისი გათვალისწინება სავალდებულოა სამშენებლო და გეგმარებითი ნებართვების გაცემის პროცესში. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით დამტკიცებული წესების თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2-ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობებისა. აქვე განგიმარტავთ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სურვილია ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოთ ისეთი ფუნქციის მშენებლობა, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით დამტკიცებული წესების დანართი 1-ის შესაბამისად, შესაძლებელია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, საჭიროა პირველ რიგში მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს, ოფიციალურ პორტალზე Urban.tbilisi.gov.ge-ზე. ხოლო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე დადებითი აქტის გამოცემის შემდგომ, შეგიძლიათ მომართოთ სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება 1142 (21/11/2008) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. <o:p

    Show more
  2. 14 June 2019Decision4543173 - Other
  3. 29 May 2019Files uploaded

Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal