OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 53ა

AR1685261Construction permitOther use3 June 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4529732
Decision date
4 June 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზურაბ ბაღათურია
Developer (company ID)
220355835

Parcel

Cadastral code
01.13.04.004.016
Owner
ამხანაგობა "დიღომი-5/1" (202346513)
Area
3,108 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1685261
Status
Approved
Registered
3 June 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 June 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 03 ივნისს №AR1685261 განცხადებით მომართა ზურაბ ბაღათურიამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღმის მასივი, კვარტალი I წიგნის ფაბრიკის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ (ნაკვ.4/16)) -ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.13.04.004.016), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: კომერციულ ფართობად 816,7 კვ.მ-ის ნაცვლად 755,3 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2338,8 კვ.მ-ის ნაცვლად 2369,8 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 21852.3 კვ.მ-ის ნაცვლად 21821,9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანებაში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 21821,9 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 2369,8 კვ.მ, კომერციულ ფართობად 755,3 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 03 ივნისის №AR1685261 განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506942 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 June 2019Decision4529732 - Granted
  3. 3 June 2019Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal