ქალაქი თბილისი , თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 4542246
- Decision date
- 18 June 2019
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით გოქსაძე
- Developer (company ID)
- 404899749
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.094.690
- Owner
- შპს "კაშკაში" (404899749)
- Area
- 1,300 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.094.690Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1686211
- Status
- Rejected
- Registered
- 6 June 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 12 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 June 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული AR1686211 (06/06/2019 წ.) განცხადება, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: N3148177 (28/03/2017 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. თბილისში, თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ, (ს/კ N01.72.14.094.690) ,,მრავალფუნქციური შენობის (სავაჭრო, მაღაზია, საოფისე)“ განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო 28/02/2018 წლის N3843317 ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებელი ითხოვს N2727767 (21/07/2016 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას, ვინაიდან გათვალისწინებულია N3843317 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ახალი სართულების დამატებას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: დღევანდელი მდგომარეობით შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირითადი რეგლამენტები, რომლებიც უზრუნველყოფს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მარტის №142 დადგენილებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში და მოქმედი რედაქციის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნაცვლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანის მოთხოვნისა, საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება N3148177 (28/03/2017 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში.
Show moreShow less
- 18 June 2019Decision4542246 - Refused
- 6 June 2019Files uploaded
Documents
Other files1
- NewArchitectureResponse.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal