OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N199

AR1687366Construction permitOther use12 June 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4570565
Decision date
2 July 2019
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
არჩილ კუპრეიშვილი
Developer (company ID)
200264800

Parcel

Cadastral code
01.13.02.001.018
Owner
შპს "დიღომი-08" (202452336) (202452336)
Area
2,450 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1687366
Status
Rejected
Registered
12 June 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 July 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის №3961232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 12 ივნისს №AR1687366 განცხადებით მომართა არჩილ კუპრეიშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა ცვლილების შეტანა სამსახურის 2018 წლის 15 მაისის №3961232 ბრძანებაში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 დეკემბრის №1-2639 ბრძანებით ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში აკაკი ბელიაშვილის ქ. №199-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.02.001.018) დროებითი ნაგებობის (კაფე-ბარი) განთავსების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის № 3006607 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი - დიდუბე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (№01.13.02.001.018) კაფე ბარის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2017 წლის 19 ივლისის №3406806 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 03 იანვრის № 3006607 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: ,,დროებითი ნაგებობა კაფე–ბარი და ცალკე მდგომი შენობა–ნაგებობა (კაფე–ბარი)’’, ასევე სამსახურის 2017 წლის 3 იანვრის №3006607 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს დაემატა 2017 წლის 12 ივლისი №AR1522468 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და სქემები. სამსახურის 2017 წლის 14 მარტის №3147194 ბრძანებით (სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3165785 ნებართვა) შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - დიდუბე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.13.02.001.018), კაფე-ბარის არქიტექტურული პროექტი. 2017 წლის 28 ივლისის №3434400 (2017 წლის 10 აგვისტოს №3464941) ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - დიდუბე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.13.02.001.018), (ცალკე მდგომი შენობა–ნაგებობა) კაფე-ბარის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №3495455, 2017 წლის 01 სექტემბრის №3506060, 2018 წლის 02 მარტის №3844217(2018 წლის 15 მაისი №3961232 ნებართვა) და 2019 წლის 03 იანვრის №4326704 (2019 წლის 22 იანვრის №4343106 ნებართვა) ბრძანებებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა (ცალკე მდგომი შენობა–ნაგებობა) კაფე, ბარის კორექტირებული არქიტექტურული პროექტები და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 22/01/2019 წ-დან 22/02/2020 წ-ის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 15 მაისის №3961232 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ სურს რომ საპროექტო შენობას მოეხსნას დროებითი სტატუსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2018 წლის 02 მარტის №3844217 ბრძანებით კორექტირებული არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია და 2018 წლის 15 მაისის №3961232 ბრძანებით მშენებლობის ნებართვა გაცემულია ცალკე მდგომი შენობა–ნაგებობა (კაფე–ბარი) განთავსების მიზნით და აღნიშნულ ბრძანებებში არ ფიქსირდება, რომ ობიექტს აქვს დროებითი სტატუსი. დამატებით გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.13.02.001.018) ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით დამტკიცებული წესების დანართი 1-ის მიხედვით საზოგადოებრივი საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვებ სახეობებს განეკუთვნება კაფე და ბარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 15 მაისის №3961232 ბრძანებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშულ ბრძანებაში არ არსებობს ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი.

    Show more
  2. 2 July 2019Decision4570565 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal