ქალაქი თბილისი , ზაჰესის ტერიტორია
Decision
- Decision number
- 4568229
- Decision date
- 2 July 2019
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ქაშიაშვილი
- Developer (company ID)
- 204521017
Parcel
- Cadastral code
- 72.12.02.507
- Owner
- ზაზა კორელი (P/N: *********42)
- Area
- 5,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 72.12.02.507Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1689301
- Status
- Rejected
- Registered
- 20 June 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 12 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 July 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული AR1689301 (20/06/2019 წ.) განცხადება, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: N2927051 (21/11/2016 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე, (ს/კ N72.12.02.507) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. დღევანდელი მდგომარეობით შეცვლილია მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონა, კონფიგურაცია და ფართობი. განმცხადებელი ითხოვს N2927051 (21/11/2016 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას და საპროექტო ობიექტის ფუნქციად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, კლუბის (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისა, გამოფენებისათვის) დაფიქსირებას. ასევე საკადასტრო ერთეულის შეცვლილი ფართობის (4853 კვ.მ.) და საკადასტრო გეგმის მითითებას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: დღევანდელი მდგომარეობით შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირითადი რეგლამენტები, რომლებიც უზრუნველყოფს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული ცვლილებების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება N2927051 (21/11/2016 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და ნაცვლად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა დააფიქსიროს კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისა, გამოფენებისათვის).
Show moreShow less
- 2 July 2019Decision4568229 - Refused
- 20 June 2019Files uploaded
Documents
Other files1
- eskizi da mindobiloba.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal