ქალაქი თბილისი , მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი N7
Decision
- Decision number
- 4593643
- Decision date
- 17 July 2019
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბი სამბელაშვილი
- Organization
- 12732
- Developer (company ID)
- 406157821
Parcel
- Cadastral code
- 01.17.07.024.031
- Owner
- შპს გასგო ინთერნეიშენალ ჰოთელს ენდ თაუერს (406157821)
- Area
- 2,484 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.07.024.031Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1690359
- Status
- Rejected
- Registered
- 26 June 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 July 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 26 ივნისს №AR1690359 განცხადებით მომართა ზურაბი სამბელაშვილმა და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებაში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებით ქალაქი თბილისში მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი N7-ში, №01.17.07.024.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2018 წლის 17 დეკემბრის №4307603 ბრძანებით შევიდა ცვლილება 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ: საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ფუნქცია/დანიშნულება:საცხოვრებელი (დასაშვებია არასაცხოვრებელი, ზონის შესაბამისი ფუნქციების არსებობა, არა უმეტეს საერთო ფართობის 25 %-სა). განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელს სურს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებაში ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონად მიეთითოს პერიფერიული ზონა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. განგიმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, თქვენს დაინტერესებაში არსებულ №01.17.07.024.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შემდეგი ტერიტორიულ სტრუქტურული ზონები: გეგმარებითი კარკასი და პერიფერიული ზონა, აღნიშნული ზონები ასევე დაფიქსირებულია სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. (გიგზავნით დანართს) შესაბამისად, ვინაიდან, ტერიტორიაზე ვრცელდება ორი ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონა, მშენებლობის დროს დაცულ უნდა იქნეს იმ ზონის მოთხოვნები რომელ ზონაშიც განთავსდება შენობა-ნაგებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილება არ შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს და შესაბამისად, არ არსებობს ხარვეზის გასწორების სამართლებრივი საფუძველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 17 July 2019Decision4593643 - Refused
Documents
Other files1
- სტრუქტურული ზონების დანართი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal