ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
Decision
- Decision number
- 4595406
- Decision date
- 18 July 2019
- Outcome
- Refused
- Construction period
- 28 June 2019 – 28 September 2021
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირინა გელაშვილი
- Organization
- 17220
- Developer (company ID)
- 402044514
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.040.690
- Owner
- შპს მეტი დეველოპმენტი (402044514)
- Area
- 1,400 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.040.690Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1692045
- Status
- Rejected
- Registered
- 4 July 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 14 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 July 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4506878 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 04 ივლისს №AR1692045 განცხადებით მომართა ირინა გელაშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4506878 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2019 წლის 30 მაისის №4506878 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.72.14.040.690), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის №4565857 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 28 ივნისიდან 2021 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4506878 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კორექტირების დროს წარმოდგენილ მე-6 სართულის გეგმაზე 3-4 ღერძებში გამორჩენილია ფრანგული აივნების დაფიქსირება და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, 2019 წლის 30 მაისის №4506878 ბრძანებით შეთანხმებული +16.500 ნიშნულზე მდებარე VI სართულის გეგმის და ფასადის (1-6 ფასადი) ჩანაცვლებას 2019 წლის 04 ივლისს №AR1692045 განცხადებაზე წარმოდგენილი შესწორებული გეგმით და ფასადით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4506878 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმა არის სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილი, რომლის ცვლილებაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის გასწორების საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად ვინაიდან, შეთანხმებულთან მიმართებაში შეცვლილია გეგმარება, აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური ხარვეზი 2019 წლის 30 მაისის №4506878 ბრძანებაში. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Show moreShow less
- 18 July 2019City answer
- 18 July 2019Decision4595406 - Refused
- 4 July 2019Files uploaded
Documents
Other files1
- teq xarvezis gascoreba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal