OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა თ. ერისთავი , N 8

AR1692843Construction permitOther use9 July 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4583973
Decision date
11 July 2019
Outcome
Granted
Construction period
8 July 2019 – 8 May 2020
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი დალაქიშვილი
Developer (company ID)
400199370

Parcel

Cadastral code
01.12.12.003.094
Owner
შპს "კ 1" (400199245)
Area
6,039 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1692843
Status
Approved
Registered
9 July 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 July 2019Decision4583973 - Granted
  2. 11 July 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4578898 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 09 ივლისს №AR1692843 განცხადებით მომართა გიორგი დალაქიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4578898 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 12 ივნისს №AR1687115 განცხადებით მომართა გიორგი დალაქიშვილმა და მოითხოვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა N 01.12.12.003.094 საკადასტრო კოდით რეგისტირირებულ მიწის ნაკვეთზე. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო ბრძანების სრული ტექსტი არასწორად ჩამოყალიბდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის № 4578898 ბრძანების სრული ტექსტი ჩამოყალიბდა არასწორად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის № 4578898 ბრძანებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4578898 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,, 1. შეთანხმდეს: ქალაქ თბილისში, თ. ერისთავის ქუჩა №8-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №: 01.12.12.003.094), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2, სახლი №5) არქიტექტურული პროექტი. 2. გაიცეს მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 08 ივლისიდან 2020 წლის 08 მაისის ჩათვლით. 4. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის: 4.1. სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; 4.2. საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; 4.3. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 61-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად; 4.4. კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან. 4.5. სავალდებულო საექსპერტო შეფასებ(ა)ები საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. 4.6. მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრის/გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა. 4.7. მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა. 5.0 ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2019 წლის 27 მარტის N 4432415 ბრძანება. 6.0 დაევალოს დამკვეთს ამ ბრძანების გაცემიდან 130 (ას ოცდა ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს: გრგ-ს შესაბამისი ფუნქციური ზონის მინიჭება ნაკვეთზე. 7. მე-6 პუნქტის მითითებული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანება ჩაითვალოს ძალადაკარგულად ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან’’. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის № 4578898 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal