OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი რუსთაველი , N 16

AR169413Construction permitOther use27 July 2012
Sign in to follow

Decision

Decision number
310878
Decision date
16 August 2012
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ელინა გურიელი
Developer (company ID)
103022302

Parcel

Cadastral code
01.15.05.010.002.01.522
Owner
რადმილა იგნატიადუ (P/N: 103022302) (P/N: 103022302)
Area
20 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR169413
Status
Approved
Registered
27 July 2012
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 August 2012City answer

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის №01/163 ბრძანებისა და№ნ/163–1 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 27 ივლისს №AR169413 ელექტრონული განცხადებით მომართა მოქალაქე რადმილა იგნატიადუს წარმომადგენელმა ელინა გურიელმა და მოითხოვა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის №01/163 ბრძანებისა და №ნ/163–1 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის №01/163 ბრძანებით განხილულ იქნა ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი –მთაწმინდა), შოთა რუსთაველის გამზირი №16–ში (უძრავი ძეგლი) საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობაზე, მოქალაქე რადმილა იგნატიადუს კუთვნილ ფართში ვიტრინისა და სარეკლამო აბრის მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა (№ნ/163–1) . განმცხადებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისა და ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება. დამკვეთის განცხადებით მის მიერ არ არის ნაწარმოები არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები,შესაბამისად აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ვინაიდან, დამკვეთს აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის №01/163 ბრძანება და უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა (№ნ/163–1 25.01.2012 წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქ. რადმილა იგნატიადუს წარმომადგენლის ელინა გურიელის 2012 წლის 27 ივლისის №AR169413 ელექტრონული განცხადების მოთხოვნა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 25 იანვრის №01/163 ბრძანება და უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა (№ნ/163–1 25.01.2012წ.) . 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესითგაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 16 August 2012Decision310878 - Granted
  3. 27 July 2012Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal