ქალაქი თბილისი , გამზირი გამსახურდია , N 41 , (ნაკვეთი 12/026) ; ქალაქი თბილისი , გამზირი გამსახურდია , N 41 , (ნაკვ.12/040)
Decision
- Decision number
- 4593499
- Decision date
- 17 July 2019
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვადიმი ჭანტურია
- Organization
- 14200
- Developer (company ID)
- 205220624
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.012.048.01.501
- Owner
- შპს "საბურთალო 2007" (205220624)
- Area
- 1,228 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.10.13.012.048.01.501Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1694528
- Status
- Not reviewed
- Registered
- 12 July 2019
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 July 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: 1. სარეკლამო აბრებთან დაკავშირებით ასევე მოგახსენებთ, რომ სამსახურს წარმოდგენილი სახით სარეკლამო აბრის განთავსება არ მიაჩნია მიზანშეწონილად; გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აბრა უნდა იყოს ინფორმაციული ხასიათის, მხოლოდ ძირითადი მანიშნებელი სიმბოლოებით და არა გადატვირთული ნახატებით. ამასთან, გაითვალისწინეთ, "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). სარეკლამო აბრასთან მიმართებაში, იმისათვის რომ მოხდეს სახელმწიფო ენის სრული დაცვა და ტრანსლიტერირება, საჭიროა სარეკლამო აბრაზე წარწერა დამთვრდეს სახელობითი ბრუნვით (ხმოვნით). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. - წარმოსადგენია ახალი ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი, უკვე არსებული და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. 3. მხარეებს შორის დადებული სარგებლობის ხელშეკრულების ვადა აღემატება ერთ წელს აქედან გამომდინარე საჭიროა სარგებლობა დარეგისტრირდეს რეესტრში და შესაბამისი ცვლილება აისახოს ამონაწერში. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, 1 წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 17 July 2019Decision4593499 - Other
- 12 July 2019Files uploaded
- 12 July 2019Files uploaded
Documents
Consents and orders1
- თანხმობა და ხელშეკრულებ.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal