OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, (ნაკვეთი 03/046) ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ

AR1695245Construction permitOther use20 July 2019- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
4598522
Decision date
22 July 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლანა ივანოვა
Developer (company ID)
405105595

Parcel

Cadastral code
01.14.15.002.094
Owner
შპს ლისი (405105595)
Area
925 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1695245
Status
Approved
Registered
20 July 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 July 2019Decision4598522 - Granted
  2. 22 July 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4561483 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 20 ივლისს №AR1695245 განცხადებით მომართა ლანა ივანოვამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4561483 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4561483 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №4103283 (07/08/2018) ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა "2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით". განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4561483 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით “-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2019 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით “. შესაბამისად, ითხოვს მის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 13 ივნისის №AR1687608 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 6 (ექვსი) თვეზე. შესაბამისად, განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ უნდა იქნას „2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით “. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4561483 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №4103283 (07/08/2018) ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტში ჩანაწერი: „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 07 ოქტომბრიდან 2019 წლის 07 ივლისის ჩათვლით“ შეიცვალოს ჩანაწერით: "მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით". სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4561483 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4561483 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 20 July 2019Files uploaded

Documents

Other files1

  • კალენდარული გრაფიკი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal