ქალაქი თბილისი , ბელიაშვილის ქუჩაზე, მიონის წინ მიმდებარე ტერიტორია
Decision
- Decision number
- 4627839
- Decision date
- 12 August 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი მურღულია
- Developer (company ID)
- 402010658
Parcel
- Cadastral code
- 01.13.02.003.134
- Owner
- შპს "კონტური" (202241751)
- Area
- 1,500 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.02.003.134Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1697709
- Status
- Approved
- Registered
- 30 July 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 13 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 August 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2861060 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 30 ივლისს №AR1697709 განცხადებით მომართა ირაკლი მურღულიამ და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2861060 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, სამსახურის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2861060 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, მიონის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, N01.13.02.003.134 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, პავილიონის (ავეჯის სალონი) მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე არ არის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი და არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882019551106, მომზადების თარიღი: 15/07/2019 12:22:11) თანახმად, N01.13.02.003.134 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ჰობ დეველოპმენტი“-ს (402010658) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B19031979, მომზადების თარიღი: 21/03/2019 18:39:26), შპს „ჰობ დეველოპმენტი“-ს (402010658) დირექტორს წარმოადგენს კობა ჯანიკაშვილი (პ/ნ: 01026006350). სამსახურში წარმოდგენილია კობა ჯანიკაშვილის მიერ, ირაკლი მურღულიას სახელზე გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული, 2019 წლის 16 ივლისის N16/07/19-1 მინდობილობა. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს სამსახურის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2861060 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ირაკლი მურღულიას მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2861060 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ირაკლი მურღულიას 2019 წლის 30 ივლისის №AR1697709 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2861060 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 August 2019Decision4627839 - Granted
- 30 July 2019Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal