ქალაქი თბილისი , მეგობრობის პარკის დასაწყისში
Decision
- Decision number
- 4653092
- Decision date
- 2 September 2019
- Outcome
- Granted
- Construction period
- 25 October 2017 – 25 June 2020
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი დანელია
- Developer (company ID)
- 402079978
Parcel
- Cadastral code
- 01.17.14.003.724
- Owner
- შპს "ორთაჭალა 33" (402079978)
- Area
- 2,361 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.14.003.724Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1699232
- Status
- Approved
- Registered
- 7 August 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 26 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 September 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების და 2017 წლის 25 ოქტომბრის №3636204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699232 განცხადებით მომართა გიორგი დანელიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და 2017 წლის 25 ოქტომბრის №3636204 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ისანი, მეგობრობის პარკის დასაწყისში, შპს "ლიტ ჯეო ინვესტი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.14.003.144), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი N1-ის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2017 წლის 25 ოქტომბრის №3636204 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 25 ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "ლიტ ჯეო ინვესტი" (243859749). განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 7336.5 კვ.მ-ის ნაცლვად უნდა იყოს 7416.8 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 1532.6 კვ.მ-ის ნაცვლად - 1537.7 კვ.მ. კომერციული ფართობი 1372.0 კვ.მ-ის ნაცვლად - 1372.4 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 12796.6 კვ.მ-ის ნაცვლად - 12882.4 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები. ასევე, ვინაიდან შეიცვალა საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და მესაკუთრე, მოთხოვნილია შესაბამისი ცვლილების შეტანა 2017 წლის 25 ოქტომბრის №3636204 ბრძანებაშიც. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა აქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 2017 წლის 25 ოქტომბრის №3636204 ბრძანებით მშენებლობის ნებართვა გაიცა N01.17.14.003.661 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდი, დღევანდელი მდგომარეობით, არის - N01.17.14.003.724 (ფართობის და კონფიგურაციის ცვლილება არ მომხდარა, შეიცვალა მხოლოდ საკადასტრო კოდი). საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – №882019386774, მომზადების თარიღი: 21/05/2019 10:58:10) მიხედვით, №01.17.14.003.724 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ორთაჭალა 33“ (402079978). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B19048671, მომზადების თარიღი: 14/05/2019 12:28:26), შპს „ორთაჭალა 33“-ის (402079978) დირექტორს წარმოადგენს გიორგი დანელია (პ/ნ: 01024069028). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 7416.8 კვ.მ. საზაფხულო ფართობი: 1537.7 კვ.მ. კომერციული ფართობი: 1372.4 კვ.მ. საერთო ფართობი: 12882.4 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 ოქტომბრის №3636204 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "ლიტ ჯეო ინვესტი"-ის (243859749) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ორთაჭალა 33“ (402079978), ხოლო საკადასტრო კოდი N01.17.14.003.661-ის ნაცვლად - N01.17.14.003.724. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 და 2017 წლის 25 ოქტომბრის №3636204 ბრძანებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №3628331 და 2017 წლის 25 ოქტომბრის №3636204 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 September 2019Decision4653092 - Granted
- 29 August 2019City answer
- 23 August 2019City answer
- 22 August 2019Files uploaded
- 22 August 2019Files uploaded
- 6 August 2019Files uploaded
Documents
Other files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal