ქალაქი თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, N 2გ
Decision
- Decision number
- 4639489
- Decision date
- 20 August 2019
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან ტურძელაძე
- Developer (company ID)
- 205281461
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.002.101
- Owner
- ი.ბ.ა. "მზიანეთი" (205281461)
- Area
- 2,382 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.002.101Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1699380
- Status
- Not reviewed
- Registered
- 7 August 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 13 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 August 2019City answer
2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699380 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის განსაზღვრის და დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699380 განცხადებით მომართა ლევან ტურძელაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის № ნ/2931 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2011 წლის 05 სექტემბრის № 01/2657 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი ვაკე), ყიფშიძის ქუჩაზე მიწისქვეშა ავტოსადგომების შესასვლელის მიმდებარედ, ყიფშიძის ქუჩაზე ბენზოგასამართი სადგურის მიმდებარედ, მიწისქვეშა ავტოსადგომთან მისასვლელი გზის გადაღმა, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ: № 002/101), მშენებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის № ნ/2931 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2011 წლის 19 სექტემბრიდან 2014 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით (სანებართვო მოწმობა № ნ/2931-1). წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ცვლილების შეტანას სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №ნ/2931 ბრძანებაში და დამკვეთად ამხანაგობა ,,მზიანეთი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205281461) ნაცვლად შპს ,,იქსორი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405102829) დაფიქსირებას. გაცნობებთ, რომ სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის № ნ/2931 ბრძანება ძალადაკარგულია, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ცვლილება შეიტანოს ძალადაკარგულ ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში. გაცნობებეთ, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4005781 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 08 ივნისიდან 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა დააზუსტოთ მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4005781 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882019245624; მომზადების თარიღი: 03/04/2019) ქ. თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა №2გ, №01.14.14.002.101 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ი.ბ.ა ,,მზიანეთი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205281461). ამავე ამონაწრის მიხედვით შპს ,,იქსორი’’ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405102829) წარმოადგენს ბინების, საოფისე და ავტოსადგომების ფართების მესაკუთრეს. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,იქსორი’’-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 405102829) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ვალერიან კირკიტაძე, ხოლო 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699380 განცხადებით მოგვმართავს ლევან ტურძელაძე, შესაბამისად არ დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4005781 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია ამხანაგობა ,,მზიანეთი’’, 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699380 განცხადებაზე წარმოდგენილია ამხანაგობა ,,მზიანეთი’’-ს თავმჯდომარის ნუგზარ ორდენიძის მიერ გაცემული თანხმობა, იმისათვის რომ დადგინდეს თუ რა უფლებამოსილებები გააჩნია ამხანაგობის თავმჯდომარეს საჭიროა წარმოდგენილ იქნას ამხანაგობა ,,მზიანეთი’’-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (ცვლილებებით) და საჭიროების შემთხვევაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისად შედგენილი კრების ოქმი (ამხანაგობის თანხმობა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის საფუძველზე, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: ა) დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4005781 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. ბ) წარმოდგენილ იქნას შპს "იქსორი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი :405102829) დირექტორის ვალერიან კირკიტაძის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. გ) წარმოდგენილ იქნას ამხანაგობა ,,მზიანეთი’’-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (ცვლილებებით) და საჭიროების შემთხვევაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისად შედგენილი კრების ოქმი (ამხანაგობის თანხმობა). 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699380 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 August 2019Decision4639489
- 7 August 2019Files uploaded
Documents
Other files1
- tanxmoba nugzar.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal