ქალაქი თბილისი , ქუჩა მცხეთა , N 35-37
Decision
- Decision number
- 4639253
- Decision date
- 20 August 2019
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან ტურძელაძე
- Developer (company ID)
- 205024828
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.031.033
- Owner
- ი.ბ.ა. "მცხეთის ქუჩა N35-37" (205024828) (205024828)
- Area
- 875 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.031.033Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1699382
- Status
- Not reviewed
- Registered
- 7 August 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 13 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 August 2019City answer
2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699382 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის განსაზღვრის და დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699382 განცხადებით მომართა ლევან ტურძელაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2003 წლის 13 აგვისტოს №20/318 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2003 წლის 13 აგვისტოს №20/318 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, მცხეთის ქუჩა №35-37-ში, მოქალაქეების ქ. ციციშვილის, მ.ბაკურაძისა და ნ. ხაზარაძის მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. 2003 წლის 06 ოქტომბერს გაიცა №ნ/343 მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2018 წლის 24 მაისის № 3978628 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, მცხეთის ქუჩა N35-37, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.11.031.033), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 24 მაისიდან 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 29 მაისის №4521759 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N3978628 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 29 მაისიდან 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით“. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ცვლილების შეტანას სამსახურის 2003 წლის 13 აგვისტოს №20/318 ბრძანებაში და დამკვეთად ამხანაგობა ,,მცხეთის ქუჩა N35-37’’-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205024828) ნაცვლად შპს ,,იქსორი მცხეთაზე"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405276598) დაფიქსირებას. გაცნობებთ, რომ ვინაიდან სამსახურის 2003 წლის 13 აგვისტოს №20/318 ბრძანების გაცემის შემდეგ, სამსახურის 2018 წლის 24 მაისის № 3978628 ბრძანებით შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით, საჭიროა დააზუსტოთ მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, (განცხადების რეგისტრაცია: №882019059638; მომზადების თარიღი: 29/01/2019) ქალაქ თბილისში, მცხეთის ქუჩა №35-37-ში №01.14.11.031.033 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ამხანაგობა ,,მცხეთის ქუჩა N35-37’’. (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205024828), ამავე ამონაწერის მიხედვით, შპს ,,იქსორი მცხეთაზე" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405276598) წარმოადგენს ბინების მესაკუთრეს. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,იქსორი მცხეთაზე" ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ვალერიან კირკიტაძე, ხოლო 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699382 განცხადებით სამსახურს მომართავს ლევან ტურძელაძე, შესაბამისად არ დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში დამკვეთად დაფისირებულია ამხანაგობა ,,მცხეთის ქუჩა 35-37’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205024828), 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699382 განცხადებაზე წარმოდგენილია ოთარ ლორთქიფანიძის მიერ გაცემული თანხმობა დამკვეთად შპს ,,იქსორი’’-ს დაფიქსირებასთან დაკავშირებით. იმისათვის რომ დადგინდეს თანხმობის გამცემი პირის უფლებამოსილება საჭიროა წარმოდგენილ იქნას ამხანაგობა ,,მცხეთის ქუჩა 35-37’’-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205297025) სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (ცვლილებებით) და საჭიროების შემთხვევაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისად შედგენილი კრების ოქმი (ამხანაგობის თანხმობა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის საფუძველზე, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: ა) დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. ბ) წარმოდგენილ იქნას ,,იქსორი მცხეთაზე" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405276598) დირექტორის ვალერიან კირკიტაძის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. გ) წარმოდგენილ იქნას ამხანაგობა ,,მცხეთის ქუჩა 35-37’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205024828), სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (ცვლილებებით) და საჭიროების შემთხვევაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისად შედგენილი კრების ოქმი (ამხანაგობის თანხმობა). 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2019 წლის 07 აგვისტოს №AR1699382 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 August 2019Decision4639253
- 7 August 2019Files uploaded
Documents
Other files1
- tanxmoba otar.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal