ქალაქი თბილისი , ზაჰესის ტერიტორია
Decision
- Decision number
- 4655761
- Decision date
- 3 September 2019
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ქაშიაშვილი
- Developer (company ID)
- 204521017
Parcel
- Cadastral code
- 72.12.02.507
- Owner
- ზაზა კორელი (P/N: *********42)
- Area
- 5,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 72.12.02.507Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1701673
- Status
- Rejected
- Registered
- 19 August 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 15 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 September 2019City answer
თქვენი 19/08/2019 წლის AR1701673 განაცხადის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საპროექტო - ქ. თბილისში, ზაჰეზის ტერიორიაზე (ს/კ: 72.12.02.507) მდებარე მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ჩამოყალიბებულია დაბალი ინტენსივობის განაშენიანება, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით. ხოლო, როგორც მითითებულია განაცხადში, მიწის ნაკვეთის სამშნებელოდ გამოყენების პირობების დამტკიცება მოთხოვნილია კლუბი-დისკოთეკის მშენებლობისათვის. იქედან გამომდინარე, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ისტორიულად უკვე ჩამოყალიბებულია დაბალი ინტენსივობის, ე.წ. საკარმიდამო განაშენიანება, კლუბი-დისკოთეკის და მით უმეტეს, წარმოდგენილი ფოტომონტაჟით გათვალისწინებული მოცულობის შენობის მშენებლობა, ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში იწვევს არსებითი ხასიათის ცვლილებას და არ შეესაბამება მიმდებარე განაშენიანების როგორც ფუნქციური დანიშნულებით, ასევე გეგმარებითი თვალსაზრისით განსაზღვრულ ერთიან სისტემას. ~ ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში ობიექტის ფუნქციურ დანიშულებად საგამოფენო დარბაზის ნაცვლად მითითებულია კლუბი-დისკოთეკა, ფოტომონტაჟით წარმოდგენილი ვიზუალი აღნიშნულ ფუნქციას არ შეესაბამება. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან მიმართებაში, სამსახური იკვლევს და აფასებს არა მხოლოდ იმ გარემოებას, თუ რომელი ფუნქციური ზონის ფარგლებში ხვდება სამშენებლო ტერიტორია, არამედ, აფასებს ფაქტობრივად, რა ტიპის განაშენიანებაა ჩამოყალიბებული მიმდებარე ტერიტორიაზე, განაშენიანებიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, რამდენად არსებობს მიწის ნაკვეთის საპროექტო სამუშაოებით გათვალისწინებული ფორმით სამშენებლოდ განვითარების რესურსი, ხომ არ გამოიწვევს დაგეგმილი მშენებლობა მიმდებარე განაშიანებაში არსებითი ხასიათის ცვლილებას ან მიმდებარე განაშენიანების გაუარესებას და სხვა. სამსახური ვალდებულია, შეაფასოს და გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას საფრთხე არ შეუქმნას ტერიტორიის რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებასა და დედაქალაქის სამომავლო განვითარებას. ასევე, კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება უნდა შეესაბამებოდეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ და ჩამოყალიბებულ განაშენიანებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ფორმით, მოცულობითა და დანიშნულებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთს აქვს სასოფლო სამეურნეო დანიშნულება. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების, შესაბამისად, მშენებლობა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე რომლებიც წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების - ფიზიკური პირების კერძო საკუთრებას, ამასთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების, სამეურნეო შენობა-ნაგებობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია 19.08.2019 წლის AR1701673 განაცხადის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
Show moreShow less
- 3 September 2019Decision4655761 - Refused
- 19 August 2019Files uploaded
- 15 August 2019Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- topogegma__.dwg
Other files6
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal