OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა წინამძღვრიშვილი , N 113ა

AR1701680Construction permitOther use15 August 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4642196
Decision date
21 August 2019
Outcome
Other
Construction period
11 March 2019 – 11 March 2021
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ცისკარიშვილი
Organization
14615
Developer (company ID)
202908988

Parcel

Cadastral code
01.16.01.011.018
Owner
შპს "კრისტალი" (202908988)
Area
852 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1701680
Status
Not reviewed
Registered
15 August 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 August 2019City answer

    2019 წლის 15 აგვისტოს №AR1701680 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის განსაზღვრის და დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 15 აგვისტოს №AR1701680 განცხადებით მომართა გიორგი ცისკარიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის №4378519 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის №4378519 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი – ჩუღურეთი), წინამძღვრიშვილის ქ. №113ა-ში შ.პ.ს. „ბარაკონი“-სა და შ.პ.ს. „კრისტალი“-ს საკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4401939 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 11 მარტიდან 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის №4378519 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: დამხმარე ფართობად 272.7 კვ.მ-ის ნაცვლად 274.2 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 472.6 კვ.მ-ის ნაცვლად 466.6კვ.მ-ის, საერთო ფართობად 2955.9 კვ.მ-ის ნაცვლად 2951.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საჭიროა წარმოდგენილ იქნას გეგმები საზაფხულო და დამხმარე ფართების მონიშვნით და საჭიროების შემთხვევაში დააზუსტდეს მოთხოვნა. ამასთან, ვინაიდან წინამდებარე განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორებას, ვერ იქნება განხილული „ცვლილება ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურით. აღნიშნული საკითხის განხილვა შესაძლებელია „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში“-ის ნომენკლატურით, რისთვისაც ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, კერძოდ: წარმოდგენილ იქნას გეგმები საზაფხულო და დამხმარე ფართების მონიშვნით და საჭიროების შემთხვევაში დააზუსტოს მოთხოვნა. ამასთან, განცხადება დაარეგისტრიროს „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში“-ის ნომენკლატურით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2019 წლის 15 აგვისტოს №AR1701680 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 August 2019Decision4642196 - Other

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal