ქალაქი თბილისი, ილიკო ქურხულის შესახვევი, N 4ა
Decision
- Decision number
- 4643674
- Decision date
- 26 August 2019
- Outcome
- Granted
- Construction period
- 13 August 2019 – 14 August 2021
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ლონდარიძე
- Developer (company ID)
- 406287771
Parcel
- Cadastral code
- 01.17.01.101.008
- Owner
- სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Area
- 325 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.01.101.008Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1702362
- Status
- Approved
- Registered
- 20 August 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 August 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 აგვისტოს № 4623644 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 20 აგვისტოს №AR1702362 განცხადებით მომართა დავით ლონდარიძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2019 წლის 13 აგვისტოს №4623644 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2019 წლის 05 აგვისტოს №4611909 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში (სექტორი – ისანი), ილიკო ქურხულის შესახვევი №4ა - ში დავით ლონდარიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 13 აგვისტოს №4623644 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 13 აგვისტოდან 2021 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 აგვისტოს №4623644 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებას და დამკვეთად დავით ლონდარიძის (პირადი ნომერი: 01001009744) ნაცვლად შპს ,,ოზ ჰოტელ’’-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406287771) დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882019671185 მომზადების თარიღი: 20/08/2019) ქალაქ თბილისში, ილიკო ქურხულის შესახვევი №4ა-ში №01.17.01.101.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ოზ ჰოტელ’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406287771). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ოზ ჰოტელ’’-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406287771) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავით ლონდარიძე, შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნას ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 აგვისტოს № 4623644 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ოზ ჰოტელ’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406287771). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 აგვისტოს №4623644 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 აგვისტოს № 4623644 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 August 2019Decision4643674 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal