ქალაქი თბილისი , ქუჩა ჭიაურელი , N 15 , მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ჭიაურელი , N 15 ; ქალაქი თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანი N51ა
Applicant
- Name
- დავით ვაშაკიძე
- Developer (company ID)
- 402114056
Parcel
- Cadastral code
- 01.13.01.020.228
- Owner
- შპს "აღმაშენებლის 51" (402114056)
- Area
- 4,615 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.13.01.020.228Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1705484
- Status
- Approved
- Registered
- 9 September 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 September 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის №3910703 და 2018 წლის 21 ივნისის №4027454 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 09 სექტემბერს №AR1705484 განაცხადით მომართა დავით ვაშაკიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის №3910703, 2018 წლის 21 ივნისის №4027454 და 2018 წლის 09 ივლისის №4057908 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის №3910703 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ქუჩა ჭიაურელი N15, მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ქუჩა ჭიაურელი N 15, N01.13.01.020.216 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კაფე–ბარის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2018 წლის 21 ივნისის №4027454 ბრძანებით, შეთანხმდაქ. თბილისში, სექტორი - დიდუბე, ჭიაურელის ქუჩა, N 15, მოქ. ლია ლომსაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ კოდით N 01.13.01.020.216) კაფე-ბარის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2018 წლის 09 ივლისის №4057908 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 06 ივლისიდან 2019 წლის 06 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 09 ივლისის №4057908 ბრძანება, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო, დღევანდელი მდგომარეობით, ძალადაკარგულია. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, საპროექტო ტერიტორიას დღევანდელი მდგომარეობით მინიჭებული აქვს N01.13.01.020.228 საკადასტრო კოდი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882019770243, მომზადების თარიღი: 19/09/2019 11:38:43) თანახმად, N01.13.01.020.228 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „აღმაშენებლის 51“-ის (402114056) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B18212045, მომზადების თარიღი: 31/12/2018 16:07:06), შპს „აღმაშენებლის 51“-ის (402114056) დირექტორს წარმოადგენს ლევან სანიკიძე (პ/ნ: 01025014396). სამსახურში წარმოდგენილია ლევან სანიკიძის (პ/ნ: 01025014396) მიერ, დავით ვაშაკიძის სახელზე გაცმეული, სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №190955225, რეგისტრაციის თარიღი: 13.08.2019 წ.) განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის №3910703 და 2018 წლის 21 ივნისის №4027454 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებას. განმცხადებლის მიერ NAR1692511 განცხადებით სამსახურში წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, საიდანაც ირკვევა რომ სამშენებლო საუშაოები ნაწარმოები არ არის. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს დავით ვაშაკიძის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის №3910703 და 2018 წლის 21 ივნისის №4027454 ბრძანებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს დავით ვაშაკიძის 2019 წლის 09 სექტემბრის №AR1705484 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის №3910703 და 2018 წლის 21 ივნისის №4027454 ბრძანებები. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 September 2019Files uploaded
Documents
Other files1
- mind.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal