OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ბეშენოვას ქუჩა N 18; ქალაქი თბილისი, ბეშენოვას ქუჩა N 18ა; ქალაქი თბილისი, ბეშენოვას ქუჩა N 20

AR1705989Construction permitOther use12 September 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4697636
Decision date
3 October 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზაზა ოხანაშვილი
Developer (company ID)
400142573

Parcel

Cadastral code
01.12.21.001.200
Owner
შპს "თბილისი სეა დეველოპმენტ Tbilisi Sea Development" (404456245)
Area
3,324 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1705989
Status
Approved
Registered
12 September 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 3 October 2019City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 12 სექტემბერს №AR1705989 განცხადებით მომართა ზაზა ოხანაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4561098 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, თბილისის ზღვა, (ნაკვეთი 1/175), შპს "ენჯი და კომპანია"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №01.12.21.001.201; №01.12.21.001.200; №01.12.21.001.179) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის (სასტუმრო, რესტორანი, კაფე, გამაჯანსაღებელი ცენტრი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: №01.12.21.001.201; №01.12.21.001.200; №01.12.21.001.179) გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 აგვისტოდან 2021 წლის 06 თებერვლის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით განმცხადებელი ითხოვს, რომ სამსახურის 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანებაში, კერძოდ მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი-ს ველში №01.12.21.001.201 და №01.12.21.001.200 საკადასტრო ერთეულთან ერთად დაფიქსირდეს №01.12.21.001.179 საკადასტრო ერთეული. საპროექტო დიკუმენტაციის გადამოწმების შედეგად, სამსახურმა დაადგინა, რომ 2019 წლის 25 ივლისის №AR1690339 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისში, თბილისის ზღვა, (ნაკვეთი 1/175), შპს "ენჯი და კომპანია"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №01.12.21.001.201; №01.12.21.001.200; №01.12.21.001.179) მშენებლობის ნებართვის მიღება. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში დაფიქსირებულია სამივე საკადასტრო ერთეული (№01.12.21.001.201; №01.12.21.001.200 და №01.12.21.001.179). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ზაზა ოხანაშვილის 2019 წლის 12 სექტემბრის №AR1705989 განცხადება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანებაში, კერძოდ მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ის ველს დაემატოს საკადასტრო კოდი: №01.12.21.001.179. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 აგვისტოს №4619174 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 3 October 2019Decision4697636 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal