ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, თინათინის ქუჩა, N 2
Decision
- Decision number
- 4679195
- Decision date
- 20 September 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თეონა კვიკვინია
- Developer (company ID)
- 430034232
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.035.587
- Owner
- შპს "ქართული სახლი" (404906287)
- Area
- 1,231 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.035.587Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1706486
- Status
- Approved
- Registered
- 12 September 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 September 2019Decision4679195 - Granted
- 20 September 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის № 4651151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 12 სექტემბერს №AR1706486 განცხადებით მომართა თეონა კვიკვინიამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის № 4651151 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის № 4651151 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, თინათინის ქუჩა, №2-ში, შპს „დიღომი+“ -ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.035.587), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 04 სექტემბრიდან 2020 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის № 4651151 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ განმცხადებელი ითხოვს საცხოვრებელი ფართობად 2365.1კვ.მ-ის ნაცვლად 2370.3კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 812.2 კვ.მ-ის ნაცვლად 810.6 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 5123.8კვ.მ-ის ნაცვლად 5127.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (ანცხადების რეგისტრაცია:N 882019733604; მომზადების თარიღი: 12/09/2019) ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, თინათინის ქუჩა №2-ში N 01.72.14.035.587 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,დიღომი +“-ი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 430034232). მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,დიღომი +“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 430034232) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს თეონა კვიკვინია, შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის №4651151 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის № 4651151 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 2370.3კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 810.6 კვ.მ, საერთო ფართობად 5127.4 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის № 4651151 ბრძანებით შეთანხმებული მე-6 და მე-11 სართულის გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 12 სექტემბრის №AR1706486 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის №4651151 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 სექტემბრის №4651151 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 September 2019City answer
- 19 September 2019Files uploaded
- 17 September 2019City answer
- 17 September 2019Files uploaded
- 16 September 2019City answer
- 16 September 2019Files uploaded
- 13 September 2019Files uploaded
- 12 September 2019Files uploaded
Documents
Other files5
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal