OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 26

AR1706722Construction permitOther use3 October 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4727670
Decision date
28 October 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თენგიზ წულაია
Developer (company ID)
405225037

Parcel

Cadastral code
01.10.06.006.278
Owner
შპს არქი დიღომი (405225037)
Area
4,546 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1706722
Status
Approved
Registered
3 October 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
25 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 October 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 აგვისტოს №4631086 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 03 ოქტომბერს NAR1706722 განცხადებით მომართა თენგიზ წულაიამ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 აგვისტოს №4631086 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 14 აგვისტოს №4631086 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი II, ი. პეტრიწის და დ. თავდადებულის ქუჩებს შორის (ნაკვეთი N6/72), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.10.06.006.278), განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების (სექტორი I / C და D ბლოკები) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2019 წლის 27 აგვისტოს N4646739 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 აგვისტოდან 2022 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 14 აგვისტოს №4631086 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 5123.0 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 5409.8 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 35523.9 კვ.მის ნაცვლად 35810.7 კვ.მ . შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული შეცდომის გასწორება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N892018401545 მომზადების თარიღი: 11/05/2018 18:51:31) მიხედვით, N01.10.06.006.278 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „არქი დიღომი“ (405225037). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B17087850, მომზადების თარიღი: 29/08/2017 11:00:08), შპს შპს „არქი დიღომი“-ს (405225037) დირექტორს წარმოადგენს თენგიზ წულაია (პ/ნ: 37001018394). სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს 2019 წლის 14 აგვისტოს №4631086 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 აგვისტოს №4631086 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 5409.8 კვ.მ. საერთო ფართობი: 35810.7 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 აგვისტოს №4631086 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 აგვისტოს №4631086 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 28 October 2019Decision4727670 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal