OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 26

AR1709235Construction permitOther use26 September 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4688791
Decision date
27 September 2019
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვალერი მიმინოშვილი
Developer (company ID)
431173268

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.203
Owner
შპს "ჯი დი ჯგუფი" (431173268)
Area
6,475 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1709235
Status
Rejected
Registered
26 September 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 September 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 მაისის №4521762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2019 წლის 26 სექტემბრის №AR1709235 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ცვლილების შეტანას სამსახურის 2019 წლის 29 მაისის №4521762 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 13 სექტემბერს №AR1706364 განცხადებით მომართა ვალერი მიმინოშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 მაისის №4521762 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, სამსახურმა იმსჯელა საკითხთან დაკავშირებით და სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის №4687014 გადაწყვეტილებით უარი გეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ აღნიშნული გადაწყვეტილებით განგემარტათ, რომ სამსახურის 2019 წლის 29 მაისის №4521762 ბრძანებით შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი, ერთიანად მოიცავს მთლიანი კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მონაცემებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი არ ითვალისწინებს მის ბლოკებად დაშლას და იგი საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, „თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც სამსახურს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის № 4687014 გადაწყვეტილება). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განმცხადებლის მიერ 2019 წლის 26 სექტემბრის №AR1709235 განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც გახდება წარმოდგენილი განცხადების არსებითად განხილვის საფუძველი. შესაბამისად, ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის № 4687014 გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

    Show more
  2. 27 September 2019Decision4688791 - Refused
  3. 26 September 2019Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal