OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 26

AR1709244Construction permitOther use26 September 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4704839
Decision date
9 October 2019
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვალერი მიმინოშვილი
Developer (company ID)
431173268

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.203
Owner
შპს "ჯი დი ჯგუფი" (431173268)
Area
6,475 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1709244
Status
Rejected
Registered
26 September 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
13 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 9 October 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2019 წლის 26 სექტემბრის №AR1709244 განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის ბრძანების არარად აღიარებას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 13 სექტემბერს №AR1706364 განცხადებით მომართა ვალერი მიმინოშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 მაისის №4521762 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, სამსახურმა იმსჯელა საკითხთან დაკავშირებით და სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის № 4687014 გადაწყვეტილებით უარი გეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ აღნიშნული გადაწყვეტილებით განგემარტათ, რომ სამსახურის 2019 წლის 29 მაისის №4521762 ბრძანებით შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი, ერთიანად მოიცავს მთლიანი კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მონაცემებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი არ ითვალისწინებს მის ბლოკებად დაშლას და იგი საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა, ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო, დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკამყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის № 4687014 გადაწყვეტილების არარად აღიარებასთან დაკავშირებით. ასევე განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მე–11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ თვლით, რომ სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის №4687014 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს თქვენს კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 9 October 2019Decision4704839 - Refused
  3. 26 September 2019Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal