ქალაქი თბილისი , ქუჩა ქერჩის , (ნაკვეთი 29/102) ; ქალაქი თბილისი , სოფლის შემოგარენი
Decision
- Decision number
- 4712119
- Decision date
- 15 October 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ჯაბა ჩხაიძე
- Organization
- 40943
- Developer (company ID)
- 203835920
Parcel
- Cadastral code
- 01.11.05.029.279
- Owner
- შპს მეგა კონსტრაქშენი (203835920)
- Area
- 13,500 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.11.05.029.279Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1710558
- Status
- Approved
- Registered
- 2 October 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 5
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 October 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 02 ოქტომბერს №AR1710558 განცხადებით მომართა ჯაბა ჩხაიძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქერჩის ქუჩა, (ნაკვეთი 29/102) ქალაქ თბილისში, სოფლის შემოგარენი, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.11.05.029.279) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2023 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, საერთო ფართობად 51857.5კვ.მ-ის ნაცვლად 50870.5კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 32437.7კვ.მ-ის ნაცვლად 30102.7კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2511.5 კვ.მ-ის ნაცვლად 3425.6კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 5258.2კვ.მ-ის ნაცვლად 5373.9 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 416.6 კვ.მ-ის ნაცვლად 267.3კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 8677.7კვ.მ-ის ნაცვლად 9234.30 კვ.მ-ის, სასწავლო აუდიტორიების ფართობად 855.5 კვ.მ-ის ნაცვლად 766.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანებაში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 50870.5კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 30102.7კვ.მ, საზაფხულო ფართობად 3425.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 5373.9 კვ.მ, დამხმარე ფართობად 267.3 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 9234.3 კვ.მ, სასწავლო აუდიტორიების ფართობად 766.4 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 02 ოქტომბერს №AR1710558 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის № 4672506 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 October 2019Decision4712119 - Granted
- 11 October 2019City answer
- 11 October 2019Files uploaded
- 10 October 2019City answer
- 10 October 2019Files uploaded
- 8 October 2019City answer
- 6 October 2019City answer
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal