ქალაქი თბილისი , ქუჩა მცხეთა , N 35-37
Decision
- Decision number
- 4731446
- Decision date
- 30 October 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მარინა ბაკურაძე
- Developer (company ID)
- 205024828
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.031.033
- Owner
- ი.ბ.ა. "მცხეთის ქუჩა N35-37" (205024828) (205024828)
- Area
- 875 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.031.033Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1712511
- Status
- Approved
- Registered
- 15 October 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 15 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 October 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილების და ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 15 ოქტომბერს NAR1712511 განცხადებით მომართა მარინა ბაკურაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, მცხედის ქუჩა N35-37, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.14.11.031.033), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 24 მაისიდან 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 29 მაისის № 4521759 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N3978628 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4191658, 2018 წლის 18 ოქტომბრის №4223504 და 2018 წლის 07 ნოემბრის №4253761 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომები 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართობი: 4354.48 კვ.მ, კომერციული ფართობი: 231,36 კვ.მ, საერთო ფართობი: 7019,24 კვ.მ, ასევე 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 6 სექტემბრის №AR1628835 განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 16 მაისის №4500492 ბრძანების +9.70, +22.90, +36.10, +39,40 , +42.70 ნიშნულის გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომები ფართობებთან დაკავშირებით და მოთხოვნილია აღნიშნული გეგმების წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი, ამავე ნიშნულის გეგმებით ჩანაცვლება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ +9.70 და +39,40 ნიშნულის გეგმებზე შეცდომით იქნა დატანილი ბინების ნუმერაცია, რაც წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს და შესაბამისად აღნიშნული ნიშნულის გეგმების ჩანაცვლება შესაძლებელია. რაც შეეხება +22.90, +36.10 და +42.70 ნიშნულის გეგმებს, აღნიშნულ გეგმებზე ხდება გეგმარების ცვლილება, რაც საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). შესაბამისად, სამსახური მოკლებულია +22.90, +36.10 და +42.70 ნიშნულის გეგმების ჩანაცვლების შესაძლებლობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: ნაწილობრივ გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +9.70 და +39,40 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი +9.70 და +39.40 ნიშნულის გასწორებული გეგმებით. დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, +22.90, +36.10 და +42.70 ნიშნულის გეგმების ჩანაცვლებაზე. სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №3978628, 2018 წლის 27 სექტემბრის №4191658, 2018 წლის 18 ოქტომბრის №4223504 და 2018 წლის 07 ნოემბრის №4253761 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 30 October 2019Decision4731446 - Granted
- 17 October 2019City answer
- 17 October 2019Files uploaded
- 11 October 2019Files uploaded
- 11 October 2019Files uploaded
Documents
Other files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal