ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N120
Decision
- Decision number
- 4742106
- Decision date
- 7 November 2019
- Outcome
- Granted
- Construction period
- 8 May 2019 – 8 May 2020
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გოჩა გეთიაშვილი
- Developer (company ID)
- 206306255
Parcel
- Cadastral code
- 01.17.11.029.026
- Owner
- შპს "ისანი პლიუსი" (206306255) (206306255)
- Area
- 3,248 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.11.029.026Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1715542
- Status
- Approved
- Registered
- 31 October 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 November 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის № 4485543 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 31 ოქტომბერს №AR1715542 განცხადებით მომართა გოჩა გეთიაშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 06 მაისის №4485543 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის №4485543 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №120 არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.11.029.026), მრავალფუნქციური შენობა (B ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 08 მაისის №4491997 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე (საკ. კოდი № 01.17.11.029.026; ,,B’’-ბლოკი), გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 08 მაისიდან 2020 წლის 08 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის №4485543 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად ითხოვს ხარვეზის გასწორებას ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 3519.49კვ.მ-ის ნაცვლად 3749,54კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 316.32კვ.მ-ის ნაცვლად 563.16კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 377.04კვ.მ-ის ნაცვლად 724.93კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 840.04 კვ.მ-ის ნაცვლად 944.24კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 531.98 კვ.მ-ის ნაცვლად 469,48კვ.მ-ის, საერთო ფართობად 5944.59კვ.მ-ის ნაცვლად 6451.35კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი ასევე ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან სარდაფის ფართობის ამოღებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება მათზე მაჩვენებლების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის № 4485543 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის №4485543 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6451.35 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობად - 3749.54 კვ.მ, კომერციულ ფართობად 563.16 კვ.მ. საზაფხულო ფართობად 724.93 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 944.24 კვ.მ, დამხმარე ფართობად 469.48 კვ.მ. ასევე, აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას სარდაფის ფართობი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის № 4485543 ბრძანებით შეთანხმებული მეოთხე სართულის გეგმა (12.70 ნიშნული) და მეშვიდე სართულის გეგმა (22,60 ნიშნული) ჩანაცვლდეს 2019 წლის 31 ოქტომბრის №AR1715542 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის №4485543 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 მაისის № 4485543 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 November 2019Decision4742106 - Granted
- 31 October 2019Files uploaded
- 29 October 2019Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal