OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა პასტერი , N 5/7

AR1716129Construction permitOther use4 November 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4751272
Decision date
14 November 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი როინიშვილი
Developer (company ID)
400247899

Parcel

Cadastral code
01.13.08.009.048
Owner
შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგი" (204952275) (204952275)
Area
1,176 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1716129
Status
Approved
Registered
4 November 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
10 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 November 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4558842 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 04 ნოემბერს NAR1716129 განცხადებით მომართა გიორგი როინიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4558842 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4558842 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი – დიდუბე), პასტერის ქ. N5/73–ში, შ.პ.ს. „1920“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო 2019 წლის 23 ივლისის №4595435 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 23 ივლისიდან 2020 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4558842 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 860.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 850.3 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 15.6 კვ.მ-ის ნაცვლად 40.8 კვ.მ. დამხმარე ფართობი 129.0 კვ.მ-ის ნაცვლად 138.3 კვ.მ. შესაბამისად, საერთო ფართობი 1592.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1617.0 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4558842 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საოფისე ფართობი: 850.3 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 40.8 კვ.მ. დამხმარე ფართობი: 138.3 კვ.მ. საერთო ფართობი: 1617.0 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4558842 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4558842 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №4558842 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 14 November 2019Decision4751272 - Granted
  3. 31 October 2019Files uploaded

Documents

Other files1

  • KOREQTIREBULI_TEQNIKUR_EKONOMIKURI.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal