OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 8; ქალაქი თბილისი , დიდი დიღმის დასახლება, I მ/რ, კორპ. 1-ის წინ

AR1717717Construction permitOther use9 November 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4754682
Decision date
18 November 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მიხეილ ჯინჭარაძე
Developer (company ID)
402039744

Parcel

Cadastral code
01.10.06.010.022
Owner
შპს აკა (402039744)
Area
2,651 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1717717
Status
Approved
Registered
9 November 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 November 2019Decision4754682 - Granted
  2. 18 November 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის №4573648 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 09 ნოემბერს NAR717717 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის № 4573648 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის № 4573648 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის დასახლება, I მ/რ, კორპ. 1-ის წინ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №: 01.10.06.010.013), მრავალფუნქციური შენობის (სკვერით) არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 18 სექტემბრის № 4675870 ბრძანებით ქ. თბილისში, ურეკის ქუჩაზე, ფარნავაზ მეფის გამზირი, N8-ში (საკადასტრო კოდი №01.10.06.010.022), და ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლება, I მ/რ, კორპ. 1-ის წინ (საკადასტრო კოდი №01.10.06.010.013), საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 18 სექტემბრიდან 2022 წლის 18 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 15 ოქტომბრის №4712128 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის №4573648 ბრძანებაში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 18273.4კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 7478.8 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1931.3 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2246.0კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 2724.2კვ.მ, სასტუმროს ნომრების ფართობად 3835.3კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის №4573648 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, საერთო ფართობად 18273.4კვ.-ის ნაცვლად 18270.7კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 7478.8 კვ.მ-ის ნაცვლად 7479.8კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1931.3კვ.მ-ის ნაცვლად 1927.6კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის №4573648 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის №4573648 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 18270,7კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 7479,8კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1927.6 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის №4573648 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 ივლისის № 4573648 და 2019 წლის 15 ოქტომბრის №4712128 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal