OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ

AR1719031Construction permitOther use15 November 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4780201
Decision date
5 December 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით გოქსაძე
Developer (company ID)
404899749

Parcel

Cadastral code
01.72.14.094.690
Owner
შპს "კაშკაში" (404899749)
Area
1,300 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1719031
Status
Approved
Registered
15 November 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 December 2019City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №4608342 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 15 ნოემბერს №AR1719031 განცხადებით მომართა დავით გოქსაძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №4608342 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №4608342 ბრძანებით ქალაქ თბილისში, თბილისი - მცხეთის გზის მიმდებარედ, №01.72.14.094.690 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (სავაჭრო საოფისე და სასტუმრო) მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №4608342 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განცხადების რეგისტრაცია: №882019939507; მომზადების თარიღი: 15/11/2019), ქალაქ თბილისში, თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ №01.72.14.094.690 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,კაშკაში’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404899749), მეწამრეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,კაშკაში’’-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ჯურხა კუჭაშვილი. 2019 წლის 15 ნოემბერს №AR171903 განცხადებაზე წარმოდგენილია შპს ,,კაშკაში’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404899749) დირექტორის მიერ განმცხადებლის დავით გოქსაძის სახელზე გაცემული 2019 წლის 05 მარტის მინდობილობა, რომელის გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგნელობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს დავით გოქსაძის 2019 წლის 15 ნოემბრის №AR171903 განცხადება. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №4608342 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 December 2019Decision4780201 - Granted
  3. 15 November 2019Files uploaded
  4. 15 November 2019Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal