ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის II მ/რ-ნი , I კვ. კორპ. N2-ის მიმდ. ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ფერდობების I და II მ/რ-ებს შორის, მდებარე ხევის გასწვრივ და ასასვლელი გზის დასაწყისში.; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ფერდობის I და II მ/რ -ებს შორის მდებარე ხევის გასწვრივ და ასასვლელი გზის დასაწყისში
Decision
- Decision number
- 4817659
- Decision date
- 10 January 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ლაზარიაშვილი
- Developer (company ID)
- 405192321
Parcel
- Cadastral code
- 01.14.01.007.318
- Owner
- შპს "დელტა დეველოპმენტი" (405192321)
- Area
- 3,127 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.14.01.007.318Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1722553
- Status
- Approved
- Registered
- 3 December 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 January 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 03 დეკემბერს №AR1722553 განცხადებით მომართა ირაკლი ლაზარიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნუცუბიძის II მ/რ-ნი, I კვ. კორპ. N2-ის მიმდ, ქალაქ თბილისში, ნუცუბიძის ფერდობების I და II მ/რ-ებს შორის, მდებარე ხევის გასწვრივ და ასასვლელი გზის დასაწყისში.; ქალაქ თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის I და II მ/რ -ებს შორის მდებარე ხევის გასწვრივ და ასასვლელი გზის დასაწყისში, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.14.01.007.318), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2019 წლის 30 აპრილის №4479222 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 30 აპრილიდან 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობი 1544.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1551,7 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 594.4კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 633.5კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი 11741.8 კვ.მ-ის ნაცვლად 11788.2 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 11788.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1551,7კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 633.5კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 03 დეკემბრის №AR1722553 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 აპრილის №4440036 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 10 January 2020Decision4817659 - Granted
- 9 January 2020City answer
- 9 January 2020Files uploaded
- 8 January 2020City answer
- 30 December 2019City answer
- 30 December 2019Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal