OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N13ნ

AR1723833Construction permitOther use12 December 2019- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
4816169
Decision date
9 January 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე კორძახია
Developer (company ID)
205210261

Parcel

Cadastral code
01.10.16.004.172
Owner
შპს "LG კაპიტალი" (404908873)
Area
4,177 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1723833
Status
Approved
Registered
12 December 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
28 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 9 January 2020City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 12 დეკემბერს №AR1723833 განცხადებით მომართა ალექსანდრე კორძახიამ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე №136-ში, შპს „იპოდრომი 3“-ის (405280208) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.16.004.172), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს № 4137752 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და შესაბამისად ითხოვს აღნიშნულის შესწორებას, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 11283.0 კვ.მ-ის ნაცვლად 11419 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 3602.0კვ.მ-ის ნაცვლად 3252 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. ასევე დაადგინა, რომ საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობიც და იგი შეადგენს 18,070კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 18,070კვ.მ, საზაფხულო ფართობად 3252კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 11419კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 12 დეკემბრის №AR1723833 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს №4106386 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 9 January 2020Decision4816169 - Granted
  3. 30 December 2019City answer
  4. 30 December 2019Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • გეგმები ექსპლიკაციით.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal