OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N 98

AR1724895Construction permitOther use17 December 2019- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
4817689
Decision date
10 January 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი ასკურავა
Developer (company ID)
400222157

Parcel

Cadastral code
01.11.10.010.032
Owner
შპს ბი. დეველოპმენტი (400222157)
Area
945 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1724895
Status
Approved
Registered
17 December 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
24 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 January 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 03 ოქტომბრის №4697245 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 17 დეკემბერს NAR1724895 განცხადებით მომართა ირაკლი ასკურავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 03 ოქტომბრის №4697245 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 03 ოქტომბრის №4697245 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება გლდანი , მიკრო/რაიონი VI , კორპუსი N1 - ის მიმდებარედ მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.11.10.010.032), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო 2019 წლის 28 ნოემბრის №4770836 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 28 ნოემბრიდან 2022 წლის 22 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 03 ოქტომბრის №4697245 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ავტოსადგომის ფართობი 442.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 424.9 კვ.მ, საერთო ფართობი 3383.5 კვ.მ-ის ნაცვლად - 3365.5 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 03 ოქტომბრის №4697245 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: ავტოსადგომის ფართობი: 424.9 კვ.მ, საერთო ფართობი: 3365.5 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 03 ოქტომბრის №4697245 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 03 ოქტომბრის №4697245 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 January 2020Decision4817689 - Granted
  3. 17 December 2019Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal