OpenCAD
Interim decision

ქალაქი თბილისი, წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩა, N 12

AR1725214Construction permitOther use26 December 2019- Saburtalo
Sign in to follow

Applicant

Name
ჭაბუკი ცომაია
Developer (company ID)
404880474

Parcel

Cadastral code
01.14.05.008.079
Owner
გალინა ჩაჩანიძე (P/N: *********89)
Area
1,047 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1725214
Status
Interim decision
Registered
26 December 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Waiting on
the applicant
since 21 January 2020 (2,498 days)
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 January 2020City answer

    2019 წლის 26 დეკემბრის №AR1725214 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 26 დეკემბერს №AR1725214 განცხადებით მომართა ჭაბუკი ცომაიამ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4578018 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4578018 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვეთი №29 და ნაკვეთი №43) N01.14.05.008.079 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, კაფე-საკონდიტროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 10 ივლისიდან 2020 წლის 25 აპრილის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4578018 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, თუმცა მოთხოვნის ტექსტში არ არის მითითებული რომელი ფართობებია არასწორად დაფიქსირებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა და განიმარტოს, რომელი ფართობების გასწორებას ითხოვს განმცხადებელი, ასევე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნას შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური გეგმები, შესწორებული ფართებისა და ექსპლიკაციის დატანით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დააზუტოს მოთხოვნა და განმარტოს, რომელი ფართობების გასწორებას ითხოვს, ასევე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური გეგმები, შესწორებული ფართებისა და ექსპლიკაციის დატანით. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2019 წლის 26 დეკემბრის №AR1725214 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal