OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ნინო რამიშვილის ქუჩა N3ა

AR1725237Construction permitOther use19 December 2019- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
4799539
Decision date
20 December 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბესარიონ გოცირიძე
Developer (company ID)
205303679

Parcel

Cadastral code
01.14.14.005.196
Owner
მიხეილ ქორქაძე (P/N: *********06)
Area
739 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1725237
Status
Approved
Registered
19 December 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 December 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №4788097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 19 დეკემბერს NAR1725237 განცხადებით მომართა ბესარიონ გოცირიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №4788097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ილია ჭავჭავაძის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე მიხეილ ქორქაძის და ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ჯეობილდი–2004"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.14.14.005.196) შერეული ფუნქციის ობიექტის (საოფისე,კომერციული, საცხოვრებელი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო 2014 წლის 11 ივნისის №1314358 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 11 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 15 ივლისის N2715499 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული სარდაფის სართულის გეგმები -10.550, -6.550 და -3.400 ნიშნულებზე და ასევე I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI სართულების გეგმები ჩანაცვლდა 06.07.2016 წლის NAR1407586 განაცხადით წარმოდგენილი ამავე სართულების გეგმებით. ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საერთო ფართობი: 4504.80 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 2399.86 კვ.მ, საოფისე ფართობი: 232.57 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 486.82 კვ.მ, სარდაფის ფართობი: 322.71 კვ.მ, დამხმარე ფართობი: 5.62 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი: 735.22 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №4788097 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნინო რამიშვილის ქუჩა N3ა-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.14.14.005.196), მრავალფუნქციური კომპლექსის +38.81 ნიშნულზე არსებული გადახურვის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 11 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №4788097 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (არსებული) ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები საერთო ფართობი 4197.3 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 4504.8 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 487.5 კვ.მ-ის ნაცვლად 486.82 კვ.მ, ხოლო პროექტირების შედეგად მიღებული ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში საერთო ფართობი 4755.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 4764.37 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 747.07 კვ.მ-ის ნაცვლად 746.39 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №4788097 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (არსებული) ტექნიკურ- ეკონომიკური მაჩვენებლები: საერთო ფართობი: 4504.8 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 486.82 კვ.მ, ხოლო პროექტირების შედეგად მიღებული ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები: საერთო ფართობი: 4764.37 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 746.39 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №4788097 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №4788097 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 December 2019Decision4799539 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal