OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა; ქალაქი თბილისი , დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა

AR1725575Construction permitOther use20 December 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4821582
Decision date
16 January 2020
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლევან ნიკოლაძე
Developer (company ID)
206321791

Parcel

Cadastral code
01.72.14.009.167
Owner
შპს ეიჩ ემ უაი (206321791)
Area
5,601 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1725575
Status
Rejected
Registered
20 December 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
27 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 January 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების თანახმად სარეკრეაციო ზონა-2 (რზ-2) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს. რზ-2 – ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობებისა: ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: · პარკი; · დეკორატიული გაფორმების ობიექტი; · მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა; · სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი; · სპორტული მოედანი (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე); · პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი; · ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (სავაჭრო ან/და საგამოფენო); · საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი); · საზოგადოებრივი ტუალეტი. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას: · ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; · სასტუმრო; · ატრაქციონი; · სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი); · სპორტული შენობა-ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები); · სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბილიარდო, კაზინო და ა.შ.; ·ზოოპარკი; · კაფე, რესტორანი; · სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული (სახელოვნებო, შშმპ და სპორტული) დაწესებულებები; · ზონისა და მასში დაშვებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები); · საკულტო შენობები და ნაგებობები; · ავტოსადგომი. აქვე გაცნობებთ, რომ შესაძლებელია საკითხი დააყენოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ოფიციალურ პორტალზე Urban.tbilisi.gov.ge-ზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კუთხით, შემდეგი ნომენკლატურით: • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, • სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას დაქვემდებარებული საგამონაკლისოდ დასაშვები სახეობები და შეავსოთ შესაბამისი ველები. ამასთან, “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიულ-სტრუქტურულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის 72-ე მუხლის თანახმად, დადგენილების დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრული ტერიტორიები უნდა განვითარდეს ამ მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დანართი 1.11-ით განსაზღვრულ არეალზე „A“ სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმებით. ვინაიდან, ქალაქი თბილისში , დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარე ტერიტოტიაზე მიწის ნაკვეთი (ს/კ: 01.72.14.009.168) მდებარეობს დანართი 1.11-ით განსაზღვრულ „A“ არეალში, მისი სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ტერიტორიაზე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს 2019 წლის 20 დეკემბრის AR1725575 განცხადება.

    Show more
  2. 16 January 2020Decision4821582 - Refused
  3. 20 December 2019Files uploaded
  4. 20 December 2019Files uploaded
  5. 20 December 2019Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • diRmis sacd. meurneoba-168 167nak.dwg

Other files5

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal