ქალაქი თბილისი, საირმის ქუჩა, N 37
Applicant
- Name
- ბესიკ თხელიძე
- Developer (company ID)
- 404955848
Parcel
- Cadastral code
- 01.10.14.024.036
- Owner
- ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა
- Area
- 1,302 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.14.024.036Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1725636
- Status
- Rejected
- Registered
- 21 December 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 46 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 5 February 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2019 წლის 21 დეკემბრის AR1725636 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, საირმის ქუჩა N37, საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ N01.10.14.024.036 ნაკვეთზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 11 მარტის N1147021 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, საირმის ქუჩა N37-ში, საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ N01.10.14.024.036 მიწის ნაკვეთზე დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 აგვისტოს N1-1560 ბრძანებით ქალაქ თბილისში, საირმის ქუჩა N37ა, სარმის ქუჩა N39-ში არსებულ მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ N01.10.14.024.036), განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება სასტუმროს ფუნქციის შენობის განთავსების პირობით და კ-2 კოეფიციენტი განისაზღვრა კ-2=4,8. N2859514 ბრძანებით შევიდა ცვლილება N1147021 ბრძანებაში და საპროექტო ობიეტში ნაცვლად დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა, დაფიქსირდა სასტუმრო. N3217226 და N3605218 ბრძანებებით გაიცა პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განაცხადით, მოთხოვნილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა და 2014 წლის 11 მარტის N1147021 ბრძანებით დადგენილი პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება. დღევანდელი მდგომარეობით შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირითადი რეგლამენტები, რომლებიც უზრუნველყოფს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საპროექტო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის-რუკის მიხედვით მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6 (სზ–6)–ში. საცხოვრებელ ზონა 6-ში მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტი შეადგენს კ-2=2,5. ვინაიდან საპროექტო ობიექტი მშენებარეა და როგორც საპროექტო დოკუმენტაციიდან დგინდება, აღნიშნული კოეფიციენტი აჭარბებს ზღვრულ მაჩვენებელს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 67-01190644100 განაცხადით უარი გეთქვათ მერის ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებასთან დაკავშირებით. აქვე გაცნობებთ: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს განსაზღვრის მიზნით დგინდება განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი). განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი დგინდება როგორც მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის, ასევე უკანა ეზოს მხრიდან. 2017 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“. აქედან გამომდინარე, არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით.
Show moreShow less
- 20 December 2019Files uploaded
- 20 December 2019Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- sairmis 37.dwg
Reports and surveys1
- ტოპო.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal