OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , არაყიშვილის II ჩიხი , N 1-3-5

AR1726849Construction permitOther use28 February 2020
Sign in to follow

Decision

Decision number
4897728
Decision date
12 March 2020
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით მაღრაძე
Developer (company ID)
406113003

Parcel

Cadastral code
01.14.11.042.059
Owner
თამარ ოზბეთელაშვილი (P/N: *********36)
Area
416 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1726849
Status
Rejected
Registered
28 February 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
13 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 March 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 28 თებერვალს №AR1726849 განცხადებით მომართა დავით მაღრაძემ და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანებაში. სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4872312 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოქალაქე დავით მაღრაძის მოთხოვნა სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე და განემარტა, რომ სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების მიხედვით საცხოვრებელი ფართობი შეადგენს 1250.8 კვ.მ-ს, ხოლო საზაფხულო ფართობი -160.4 კვ.მ-ს, რაც ასევე ასახულია სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, საცხოვრებელ და საზაფხულო ფართობებთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც სამსახურს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4872312 ბრძანება). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განმცხადებლის მიერ 2020 წლის 28 თებერვლის №AR1726849 განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც გახდება წარმოდგენილი განცხადების არსებითად განხილვის საფუძველი. შესაბამისად, ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4872312 გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

    Show more
  2. 12 March 2020Decision4897728 - Refused
  3. 27 February 2020Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal