OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, N 4

AR1728078Construction permitOther use10 January 2020- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
4825908
Decision date
17 January 2020
Outcome
Granted
Construction period
11 January 2019 – 11 January 2021
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რადოსლავ ცვეტანოვ დუდოლენსკი
Organization
27134
Developer (company ID)
406110989

Parcel

Cadastral code
01.14.14.005.242
Owner
მამუკა მაისურაძე (P/N: *********65)
Area
2,405 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1728078
Status
Approved
Registered
10 January 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 January 2020City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №4334333 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 10 იანვარს NAR1728078 განაცხადით მომართა რადოსლავ ცვეტანოვ დუდოლენსკიმ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №4334333 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №4334333 ბრძანებით ქ. თბილისში, ატენის ქუჩის შესახვევში (ს/კ N01.14.14.005.242) სასტუმროს შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 11 იანვრიდან 2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ჰიდროლეა ტრეიდინგი“ (406110989). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სახელის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №4334333 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად შპს „ჰიდროლეა ტრეიდინგი“-ს (406110989) ნაცვლად შპს „ჰოტელეა“-ს (406110989) დაფიქსირება. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: N902019007344, მომზადების თარიღი: 05/12/2019 11:21:10) თანახმად, N01.14.14.005.242 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჰოტელეა“ (406110989). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B19133371, მომზადების თარიღი: 28/11/2019 11:25:42), შპს „ჰოტელეა“-ს (406110989) დირექტორს წარმოადგენს რადოსლავ ცვეტანოვ დუდოლენსკი. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან სხვა პირი, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა და ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჰოტელეა“ (406110989), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ჰოტელეა“ (406110989) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №4334333 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ჰიდროლეა ტრეიდინგი“-ს (406110989) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ჰოტელეა“ (406110989). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №4334333 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №4334333 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 17 January 2020Decision4825908 - Granted
  3. 9 January 2020Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal