OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ვაზისუბანი, I მ/რ, კორპუსი N9-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , ვაზისუბნის დასახლება I მკ.რ. კორპუსი N9-ის მიმდებარედ

AR1730319Construction permitOther use23 January 2020
Sign in to follow

Decision

Decision number
4877118
Decision date
26 February 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გოჩა ნონიაშვილი
Developer (company ID)
405276892

Parcel

Cadastral code
01.17.07.041.010
Owner
შპს "სითი დეველოპმენტი 2018" (405276892)
Area
2,189 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1730319
Status
Approved
Registered
23 January 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 February 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 23 იანვარს №AR1730319 განცხადებით მომართა გოჩა ნონიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისი, ვაზისუბანი, I მ/რ, კორპუსი N9-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ვაზისუბნის დასახლება I მკ.რ. კორპუსი N9-ის მიმდებარედ, №01.17.07.041.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2019 წლის 7 აგვისტოს N4621705 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 7 აგვისტოდან 2021 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 8061.46 კვ.მ-ის ნაცვლად 8058.65 კვ.მ-ის დაფიქსირებას, საზაფხულო ფართობად 953.17 კვ.მ-ის ნაცლვად 957.89 კვ.მ-ის დაფიქსირებას, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1453.85 კვ.მ-ის ნაცლად 1454.44 კვ.მ-ის დაფიქსირებას, ავტოსადგომის ფართობად 1329.29 კვ.მ-ის ნაცლვად 1344.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას, ხოლო საერთო ფართობად 11833.97 კვ.მ-ის ნაცვლად 11851.28 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ასევე, ითხოვს 0.00, +3.20 და +28.80 ნიშნულის არქიტექტურული და „ტექნიკური რეგლამენტის - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმების ჩანაცვლებას და შეთანხმებულ პროექტში გამორჩენილი +12.8 ნიშნულის არქიტექტურული და აღნიშნული დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმების დამატებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. თუმცა, სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანებით შეთანხმებული და წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმების მიხედვით, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი შეადგენს 1454.41 კვ.მ-ს, შესაბამისად საერთო ფართობი იქნება 11851.25 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 8058,65 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 957,89 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1454,41 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: 1344.10 კვ.მ. საერთო ფართობი: 11851.25 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანებით შეთანმხებული 0.00, +3.20 და +28.80 ნიშნულის არქიტექტურული და „ტექნიკური რეგლამენტის - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადბაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ამასთან დაემატოს ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი, გამორჩენილი +12.80 ნიშნულის არქიტექტურული და „ტექნიკური რეგლამენტის - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმა. სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 27 ივლისის №4599576 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 February 2020Decision4877118 - Granted
  3. 24 February 2020City answer
  4. 24 February 2020Files uploaded
  5. 20 February 2020City answer
  6. 19 February 2020Files uploaded
  7. 23 January 2020Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal