OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 56

AR1732582Construction permitOther use4 February 2020- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4853175
Decision date
7 February 2020
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
შოთა ქუთათელაძე
Developer (company ID)
438731197

Parcel

Cadastral code
01.10.07.007.065
Owner
შპს "ელენ ჰაუსი" (438731197)
Area
4,619 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1732582
Status
Not reviewed
Registered
4 February 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 February 2020City answer

    2020 წლის 4 თებერვლის №AR1732582 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 4 თებერვალს №AR1732582 განცხადებით მომართა შოთა ქუთათელაძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის № ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ქ. თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი IV, ნაკვ. N07/065, N01.10.07.007.065 საკაადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2020 წლის 27 იანვრის №4835675 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 იანვრიდან 2022 წლის 27 მაისის ჩათვლით განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ავტოსადგომების ფართობი 3803.0 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 3632.5 კვ.მ, .კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 2843.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2843.9 კვ.მ, კომერციული ფართობი 511.0 კვ.მ-ის ნაცვლად 510.4 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 23816.6 კვ.მ-ის ნაცვლად 23646.4 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის -1 სართულისა (4 ავტოსადგომი, საერთო ფართობით - 54.8მ2) და 1 სართულის გეგმაზე (19 ავტოსადგომი, საერთო ფართობით - 267.8 კვ.მ) დაფიქსირებული ავტოსადგომები წარმოადგენს ღია ავტოსადგომებს, რომლებიც ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არ შედის და აქედან გამომდინარე, ავტოსადგომის ფართობში, ისევე როგორც საერთო ფართობში ვერ დაფიქსირდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა ღია ავტოსადგომების ცალკე ფართობად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. ასევე, სამსახურმა დაადგინდა, რომ წარმოდგენილ გეგმა-ნახაზზე -1 სართულზე, შენობის შიდა ავტოსადგომების ჯამური ფართობი არ შეესაბამება ექსპლიკაციაზე დაფიქსირებულ ავტოსადგომების ჯამურ ფართობს. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: N892018230630, მომზადების თარიღი: 02/04/2018) თანახმად, N01.10.07.007.065 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ელენ ჰაუსი“ (N438731197). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B18019459, 20/02/2018) თანახმად შპს „ელენ ჰაუსი“-ს (N438731197) დირექტორს წარმოადგენს შოთა ქუთათელაძე (პირადი: N37001008060). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა ღია ავტოსადგომების ცალკე ფართობად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.2 წარმოდგენილ იქნას შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები, რომელზეც მითითებული ფართობების ჯამი შესაბამისობაში იქნება ექსპლიკაციაში მითითებულ ფართობებთან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნას გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2020 წლის 4 თებერვლის №AR1732582 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 7 February 2020Decision4853175 - Other
  3. 4 February 2020Files uploaded

Documents

Other files1

  • samarTleblivi aqtistvis gegma.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal