ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, N 32
Decision
- Decision number
- 4857905
- Decision date
- 13 February 2020
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კახაბერი ლევიძე
- Developer (company ID)
- 405086366
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.034.026
- Owner
- შპს "იონფაშ ჯორჯია" (200271721)
- Area
- 1,800 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.034.026Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1733174
- Status
- Not reviewed
- Registered
- 7 February 2020
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 February 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, და გაცნობებთ: 1. "არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი" - თქვენს მიერ ატვირთულია ძველი, არასეზონური (უკან მთა გადამწვანებულია) არსებული სიტუაციის ასმახველი ფოტომასალა. უნდა ატვირთოთ ახალი დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ხედიდან გადაღებული არსებული სიტიუაციის ამსახველი ფოტომასალა, სადაც ფოტოაპარატის მიერ დაფიქსირებული იქნება გადაღების თარიღი. 2. "ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი" - საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ 24-ე და 25-ე მუხლების თანახმად "საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს". აღნიშნული უნდა განხორციელდეს თითოეულ სიბრტყეზე ცალ-ცალკე დამოუკიდებლად. "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ზემოაღნიშნულის გათვალსიწინებით "Weltew" უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო განტავსება უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ სახელმწიფო ენაზე შესრულებული წარწერა უნდა იყოს, შემდეგ უცხო ენაზე. გარდა ამისა, მარცხნივ ყვითელ სარეკლამო აბრაზე "N" ლოგო უნდა ითაგმნოს. გარდა ამისა: „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე–18 მუხლის მე–10 პუნქტის განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. როგორც არსებულ ფოტოზე, ისე ფოტომონტაჟზე კონტურის სახით მონიშნეთ სარეკონსტრუქციო ფართის ფასადი შესაბამისი გაბარიტული ზომებით და შესაბამისად, დაანგარიშდეს სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრის პროცენტულობა და დატანილ იქნას ფოტომონტაჟზე. გაითვალისწინეთ: სარეკლამო აბრა უნდა განათავსოთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოსადგენი იქნება იმ ფართის მესაკუთრის თანხმობა, საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად, ვის ფართზეც მოხდება სარეკლამო აბრის განთავსება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოსადგენია დღეის მდგომარეობით,დღის შუქზე გადაღებულ არსებულ ფოტოზე დამუშავებული განახლებული ფოტომონტაჟი ყველა მასალისა და გაბარიტული ზომის მითითებით. 3. ვინაიდან იჯარის ხელშეკრულება დადებულია 3 წლის ვადით, საჭიროა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ასევე, საჭიროა წარმოდგენილ იქნას იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული დანართები, იმის დასადგენად ხდება თუ არა სარგებლობით გაცემულ ფართზე აბრის მოწყობა და საჭიროების სემთხვევაში წარმოდგენილ იქნას ფართის მესაკუთრის თანხმობა დამოწმებული სათანადო წესით. თუ დაგეგმილი სამუშაოები ეხება შპს "ემსა ჯორჯიას" და შპს "მაქრო ქონსთრაქშენი"-ს სარგებლობაში არსებულ ფართებს, მაშინ წარმოდგენილ იქნას მათი თანხმობები, თუ არ ეხებით, განმარტეთ ამის შესახებ. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი
Show moreShow less
- 13 February 2020Decision4857905
- 7 February 2020Files uploaded
- 7 February 2020Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal