ქალაქი თბილისი , მოედანი გულია , ქუჩა გორგასლის N28- სა და N30 - ის მიმდებარედ, ქუჩა გორგასლის N30 , (ნაკვეთი N2/62) ; ქალაქი თბილისი , მოედანი გულია , გულიას ქუჩისა და გორგასლის ქუჩის კუთხეში; ქალაქი თბილისი , მოედანი გულია , ქუჩა გორგასლის N28- სა და N30 - ის მიმდებარედ, (ნაკვეთი N2/52) ; ქალაქი თბილისი , მოედანი გულია , ქუჩა გორგასლის N28- სა და N30 - ის მიმდებარედ, ქუჩა გორგასლის N30 , (ნაკვეთი N2/63)
- Total floor area
- 15,155 m²
- Building footprint
- 1,569 m²
- Residential area
- 2,991.5 m²
- Plot area
- 2,880 m²
- Height
- 77.7 m
- Depth below ground
- 6 m
- Building volume
- 64,300 m³
Figures as the applicant entered them in the form; not verified.
Decision
- Decision number
- 4885229
- Decision date
- 5 March 2020
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რამაზი ხვედელიძე
- Developer (company ID)
- 400158896
People
- Client
- Name
- მამუკა კაპანაძე
- Personal number
- *********86
- Organization
- შპს"სითი კონსთრაქშენ ჯგუფი"
- Company code
- 400158896
- Chief architect
- Name
- შოთა პიპინაშვილი
- Personal number
- *********96
The people the applicant named in the application form.
Parcel
- Cadastral code
- 01.18.05.002.113
- Owner
- შპს "სითი კონსთრაქშენ ჯგუფი" (400158896)
- Area
- 2,880 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.18.05.002.113Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1733195
- Status
- Rejected
- Registered
- 7 February 2020
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 27 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 5 March 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 07 თებერვლის №AR1733195 განცხადებით მომართა რამაზი ხვედელიძემ და მოითხოვა №01.18.05.002.113 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3095192 ბრძანებით №01.18.05.002.097 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ფართობი 2818 კვ.მ.) მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის აშენების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2017 წლის 5 ივნისის №3280090 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3095192 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში საკადასტრო გეგმის ცვლილებასთან დაკავშირებით (ს/კ: №01.18.05.002.113; ფართობი: 2880 კვ.მ.). სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3095192 ბრძანება გაცემულ იქნა საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით. 2016 წლის 15 ნოემბრის №AR1456793 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა ტოპოგრაფიული ნახაზი, რომელიც არსებითად განსხვავდება 2019 წლის 4 თებერვლის №AR1658994 განცხადებაზე წარმოდგენილი ტოპოგრაფიული ნახაზისგან, კერძოდ, საპროექტო ტერიტორიაზე საგრძნობლად გაზრდილია ხე-ნარგავების რაოდენობა და მთლიანი მიწის ნაკვეთი დაფარულია მწვანე ნარგავებით. აქედან გამომდინარე, შეცვლილია მიწის ნაკვეთზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. ამასთან, განცხადებით წარმოდგენილი შენობა-ნაგებობების განთავსების სქემის, წარმოდგენილი გეგმა-ნახაზების მიხედვით, დგინდება, რომ ხორციელდება დაახლოებით 15155 კვ.მ. ფართობის შენობის აშენება, რომელიც ფარავს თითქმის მთლიან მიწის ნაკვეთს. საპროექტო ობიექტი წარმოადგენს IV კლასის შენობას. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი“ (დანართი №2). დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის 68-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა ერთვის თბილისის მიწათსარგებლობის ძირითად ნახაზს დანართი №1.8-ის სახით და წარმოადგენს თბილისის დაგეგმარების გამწვანებული ტერიტორიების რუკას. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილია სხვა შიდაკვარტალური და მცირე ზომის ურბანული გამწვანებული არეალები, რომელიც ასახავს ხელმისაწვდომ კარტოგრაფიულ მონაცემებს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის ფარგლებში სარეკრეაციო, სატყეო და ლანდშაფტური ზონების გარეთ არსებული და დაგეგმილი გამწვანებული საქალაქო ტერიტორიების შესახებ. გამწვანებული ტერიტორიების რუკის შესაბამისადაც, №01.18.05.002.113 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შიდა კვარტალური გამწვანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.18.05.002.113) არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა და დაგეგმილი სამუშაოები გამორიცხავს სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3095192 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესრულების შესაძლებლობას, ვინაიდან არ ხდება არსებული ხე-ნარგავების მაქსიმალური შენარჩუნება და ხორციელდება საპროექტო ტერიტორიის თითქმის სრულ ნაწილზე შენობის განთავსება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა წარმოდგენილი მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე.
Show moreShow less
- 5 March 2020Decision4885229 - Refused
- 7 February 2020Files uploaded
- 7 February 2020Files uploaded
- 7 February 2020Files uploaded
Documents
Drawings and project files5
Reports and surveys1
- ტოპო და გენ. გეგმა.pdfOpen ↗
Other files11
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal