OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , რესპუბლიკურ თვალის კლინიკასა და კრწანისის II-ჩიხს შორის, (ნაკვ. 18/24)

AR1733800Construction permitOther use11 February 2020- Krtsanisi
Sign in to follow

Decision

Decision number
4881154
Decision date
2 March 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე კვარაცხელია
Developer (company ID)
202446246

Parcel

Cadastral code
01.18.06.018.052
Owner
შპს "კავკასიის პოინტ ჯგუფი'' (202446246)
Area
6,960 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1733800
Status
Approved
Registered
11 February 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 March 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 11 თებერვალს №AR1733800 განცხადებით მომართა ალექსანდრე კვარაცხელიამ და მოითხოვა სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ №2 სახლთან მიმართებაში სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი კრწანისი, რესპუბლიკურ თვალის კლინიკასა და კრწანისის II ჩიხს შორის (ნაკვ: №18/24), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: №01.18.06.018.052; №01.18.06.018.053) მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სახლი №2–ის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 05 თებერვლიდან 2017 წლის 05 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი" ( საიდენტიფიკაციო კოდი.: 202446246). სამსახურის 2017 წლის 09 თებერვლის №3086403, 2019 წლის 09 იანვრის №4332104 და 2020 წლის 04 თებერვლის № 4847535 ბრძანებებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანებაში და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 04 თებერვლის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელს სურს სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ის ნაცვლად შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, (განცხადების რეგისტრაცია: №882019074272; მომზადების თარიღი: 04/02/2019), ქალაქ თბილისში, რესპუბლიკური თვალის კლინიკასა და კრწანისის II-ჩიხს შორის (ნაკვ.18/24) №01.18.06.018.052 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი" (საიდენტიფიკაციო კოდი: 202446246), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მაია რჩეულიშვილი. 2020 წლის 11 თებერვლის №AR1733800 განცხადებაზე წარმოდგენილია შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს დირექტორის მაია რჩეულიშვილის მიერ პაატა სვანიძის სახელზე გაცემული 2013 წლის 14 ივლისის მინდობილობა (რეგისტრაციის ნომერი: №130709568), რომლის თანახმად პაატა სვანიძე უფლებამოსილია იყოს შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს დირექტორის მაია რჩეულიშვილის სრულუფლებიანი წარმომდგენელი ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. ასევე წარმოდგენილია შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს დირექტორის უფლებამოსილი წარმომადგენლის პაატა სვანიძის მიერ გაცემული 2020 წლის 04 თებერვლის თანხმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №200141273) სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. 2020 წლის 11 თებერვლის №AR1733800 განცხადებაზე წარმოდგენილია შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსსა’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340) (მშენებელი) და შპს ,,კავკასიის პოინტ ჯგუფს’’ (საიდენტიფიკაციო კოდი.: 202446246) (მესაკუთრე) შორის დადებული 2016 წლის 07 სექტემბრის ხელშეკრულება. განცხადებაზე ასევე წარმოდგენილია შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340) დირექტორის მურმან ხაზალიას მიერ განცხადებლის ალექსანდრე კვარაცხელიას სახელზე გაცემული 2020 წლის 15 იანვრის მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის №1715714 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 2 March 2020Decision4881154 - Granted
  3. 11 February 2020Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal