OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N57

AR1734496Construction permitOther use13 February 2020
Sign in to follow

Decision

Decision number
4900142
Decision date
13 March 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარიამ პაპუკაშვილი
Developer (company ID)
211377767

Parcel

Cadastral code
01.17.14.001.408
Owner
შპს "ლაღიძე პლაზა" (211377767)
Area
2,581 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1734496
Status
Approved
Registered
13 February 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 13 March 2020City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 13 თებერვლის NAR1734496 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N57, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.14.001.408), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 10 იანვრიდან 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობი 811.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 826.0 კვ.მ. ასევე, უნდა დაემატოს გამორჩენილი - 3.10 ნიშნულის გეგმაზე არსებული დამხმარე ფართობი 26.3 კვ.მ, საოფისე ფართობი 538.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა დაფიქსირდეს კომერციული ფართობი 538.2 კვ.მ, ასევე, მოთხოვნილია ღია ავტოსადგომის ფართობად 528.9 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა შეისწავლა საპროექტო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანებაში არასწორად იქნა დაფიქსირებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ დადგენილ იქნა, რომ საზაფხულო ფართობად მითითებული უნდა იყოს 826.0 კვ.მ, ამასთან უნდა დაემატოს - 3.10 ნიშნულის გეგმაზე გამორჩენილი არსებული დამხმარე ფართობი 26.3 კვ.მ. შესაბამისად, საერთო ფართობად 7219.3 კვ.მ-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 7259.7 კვ.მ. ასევე, საოფისე ფართობი 538.2 კვ.მ შეიცვალოს კომერციულ ფართობი 538.2 კვ.მ-ით, ამასთან, ცალკე ღია ავტოსადგომების ფართობად უნდა დაფიქსირდეს 528.9 კვ.მ საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N882019542915, მომზადების თარიღი: 05/07/2019 18:44:40) მიხედვით, N01.17.14.001.408 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლაღიძე პლაზა“ (N211377767). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B20010774, მომზადების თარიღი: 04/02/2020 12:19:44), შპს „ლაღიძე პლაზა“-ს (N211377767) დირექტორს წარმოადგენს ივანე ოქროპირიძე (პ/ნ: 01024011710). სამსახურში წარმოდგენილია ივანე ოქროპირიძის მიერ მარიამ პაპუკაშვილის სახელზე გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რითიც დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N190798474, რეგისტრაციის თარიღი: 08.07.2019 წ.). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანებაში და საზაფხულო ფართობად მიეთითოს 826.0 კვ.მ, დამხმარე ფართობად 26.3 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობად 7259.7 კვ.მ. ასევე, საოფისე ფართობი 538.2 კვ.მ-ის ნაცვლად მიეთითოს კომერციულ ფართობი 538.2 კვ.მ. ამასთან, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 528.9 კვ.მ, 2. 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანებით შეთანხმებული -3.10 და +0.00 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს, წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817564 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 13 March 2020City answer
  3. 13 March 2020Files uploaded
  4. 13 March 2020Decision4900142 - Granted
  5. 6 March 2020City answer
  6. 6 March 2020Files uploaded
  7. 6 March 2020Files uploaded
  8. 6 March 2020Files uploaded
  9. 13 February 2020Files uploaded

Documents

Other files5

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal