OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 15ბ

AR1744654Construction permitOther use21 April 2020
Sign in to follow

Decision

Decision number
4938006
Decision date
26 April 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ქეთევან ფანცულაია
Organization
27731
Developer (company ID)
426113341

Parcel

Cadastral code
01.19.34.002.178
Owner
შპს "დასტა პროპქო" (426113341)
Area
2,710 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1744654
Status
Approved
Registered
21 April 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 April 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4870681 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 21 აპრილს №AR1744654 განცხადებით მომართა ქეთევან ფანცულაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4870681 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4870681 ბრძანებით ქალაქ თბილისში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, №15ბ-ში, №01.19.34.002.178 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4870681 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო ობიექტად საწყობის (ფუნქცია/დანიშნულება: დოკუმენტების საცავი/საწყობი) ნაცვლად დაფიქსირებულია მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა (ფუნქცია/დანიშნულება: საოფისე, საგამოფენო, სავაჭრო, სასაწყობე). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ქეთევან ფანცულაიას მიერ 2019 წლის 04 დეკემბრის №AR1722443 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, №15ბ-ში, №01.19.34.002.178 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის (ფუნქცია/დანიშნულება: დოკუმენტების საცავი/საწყობი) მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, რაც დაკმაყოფილებულ იქნა სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4870681 ბრძანებით. თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო მიეთითა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა (ფუნქცია/დანიშნულება: საოფისე, საგამოფენო, სავაჭრო, სასაწყობე). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4870681 ბრძანებაში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდეს საწყობი, ფუნქცია/დანიშნულებაში - დოკუმენტების საცავი/საწყობი. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4870681 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4870681 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 April 2020Decision4938006 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal