OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ბეჟან კალანდაძის ქუჩა, N 15

AR1747682Construction permitOther use8 May 2020- Okrokana
Sign in to follow

Decision

Decision number
4968013
Decision date
1 June 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ბენდელიანი
Developer (company ID)
406175758

Parcel

Cadastral code
01.18.01.002.210
Owner
შპს ემ.ჯი. ალიანსი (406175758)
Area
8,858 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1747682
Status
Approved
Registered
8 May 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
24 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 June 2020Decision4968013 - Granted
  2. 1 June 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 08 მაისს №AR1747682 განცხადებით მომართა გიორგი ბენდელიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, ნარიმანოვის ქუჩა №12-ის მიმდებარედ, ქალაქ თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩა №15-ში, №01.18.01.002.210 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი №1-2-3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 03 თებერვლის №4843854 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 03 თებერვლიდან 2021 წლის 03 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 09 მარტის №4889026 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული I ბლოკის +18.90 და +22.05 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2020 წლის 25 თებერვლის №AR1736612 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საზაფხულო ფართობად 1412.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1713.8 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად 1978.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1977.6 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 17568.8 კვ.მ-ის ნაცვლად 17869.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 17869.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1713.8 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად - 1977.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 და 2020 წლის 09 მარტის №4889026 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 8 May 2020Files uploaded

Documents

Consents and orders1

  • ბრძანება _ გეგმები თვალსაჩინოებისთვის.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal