OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სამასი არაგველის ქუჩა, N 37

AR1748420Construction permitOther use14 May 2020- Avlabari
Sign in to follow

Decision

Decision number
4953827
Decision date
15 May 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზვიად სურგულაძე
Developer (company ID)
402031868

Parcel

Cadastral code
01.17.01.138.312
Owner
შპს ,,კიტ 2016,, (402031868)
Area
1,638 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1748420
Status
Approved
Registered
14 May 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 May 2020Decision4953827 - Granted
  2. 15 May 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის №4478420 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 14 მაისს №AR1748420 განცხადებით მომართა ზვიად სურგულაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის №4478420 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის ფუნქციის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის №4478420 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისში, 300 არაგველის, გასასვლელი II, №23; ქალაქი თბილისი, ქუჩა იალბუზი, №17-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ქუჩა 300 არაგველი, №22, მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, 300 არაგველის II გასასვლელი №23-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ქუჩა 300 არაგველი, №2/3; ქალაქი თბილისი, ქუჩა 300 არაგველი, №31; ქალაქი თბილისი, ქუჩა 300 არაგველი, №22; ქალაქი თბილისი, იალბუზის ქუჩის ასახვევთან არსებული ფერდობი (ნაკვეთი 138/074); ქალაქი თბილისი, იალბუზის ქუჩის ასახვევთან არსებული ფერდობი არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.17.01.138.312), სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 30 აპრილიდან 2021 წლის 30 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის №4478420 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა საპროექტო ობიექტის ფუნქციის მითითების ნაწილში. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში ჩანაწერის: „სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტის“ ნაცვლად დაფიქსირებულია „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის სხვა სახეობის არქიტექტურული პროექტი“. სამსახურმა შეისწავლა საპროექტო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის №3068126 ბრძანებით №01.17.01.138.117; №01.17.01.138.014; №01.17.01.138.116; საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს განთავსების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2017 წლის 7 ივნისის №3297087 და 2018 წლის 2 ნოემბრის №4229871 ბრძანებებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 27 იანვრის №3068126 ბრძანებაში და საკადასტრო კოდად დაფიქსირდა №01.17.01.138.312, ფართობად - 1638 კვ.მ. ზვიად სურგულაძის მიერ 2018 წლის 05 ნოემბრის №AR1641836 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.17.01.138.312 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც დაკმაყოფილებულ იქნა სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის №4478420 ბრძანებით. თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო „სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტის“ ნაცვლად ბრძანებაში არასწორად მიეთითა „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის სხვა სახეობის არქიტექტურული პროექტი“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის №4478420 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს: ქალაქი თბილისში, 300 არაგველის, გასასვლელი II, №23; ქალაქი თბილისი, ქუჩა იალბუზი, №17-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ქუჩა 300 არაგველი, №22, მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, 300 არაგველის II გასასვლელი №23-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ქუჩა 300 არაგველი, №2/3; ქალაქი თბილისი, ქუჩა 300 არაგველი, №31; ქალაქი თბილისი, ქუჩა 300 არაგველი, №22; ქალაქი თბილისი, იალბუზის ქუჩის ასახვევთან არსებული ფერდობი (ნაკვეთი 138/074); ქალაქი თბილისი, იალბუზის ქუჩის ასახვევთან არსებული ფერდობი არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.01.138.312), სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის №4478420 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის №4478420 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal